






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - ეს ბლოგპოსტი უთუოდ დააინტერესებთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არაფერს აკეთებს, - კობა გვენეტაძე იმ აქტივობებზე წერს, რომელიც ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ სებ - ისა და მთავრობის მიერ განხორციელებულმა წამახალისებელმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო სავალო ფასიანი ქაღალდების განვითარებას. შედეგად, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა 7.4-ჯერ გაიზარდა და 414 მლნ ლარი შეადგინა.
გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც და 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 717 მილიონ ლარს გაუტოლდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს კაპიტალის ბაზრის წილი ფინანსური სექტორის აქტივების დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
"სებ - ის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად დაიწყო მუშაობა საქართველოში დერივატივების ბაზრის განვითარების პროექტზე;
სებ-ი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალ, ევრო დირექტივების შესაბამის და არსებული ბიზნეს გარემოსთვის მორგებულ სამართლებრივ ჩარჩოზე;
სებ-ი, ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტართან ერთად, ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემის (GPSS) განახლებაზე მუშაობს.", - წერს გვენეტაძე Facebook-ში თავის გვერდზე.
უფრო ვრცლად, რა ღონისძიებები განხორციელდა, იხილეთ სებ-ის ბლოგი https://bit.ly/2QxajtX