ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6855        EUR 3.1095        GBP 3.5508        RUB 4.1008        UAH 0.9616        AZN 1.5844        AMD 5.5508      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ყაზტრანსგაზ- თბილისს ახალი მფლობელი ჰყავს
8 ოქტომბერი, 2018, 11:29
ყაზტრანსგაზ- თბილისს ახალი მფლობელი ჰყავს

თბილისი (GBC) - ყაზტრანსგაზ- თბილისს ახალი მფლობელი ჰყავს. 

კომპანიის 100%-იანი წილი ყაზტრანსგაზმა  კომპანია "ვოლთბეის"  დაუთმო.  გარიგების ღირებულება კონფიდენციალურია.  მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია "სი ბი ეს ჯგუფის" წევრია. 

კომპანია დატოვა დირექტორმა სანჯარ შოკატაევმა, ის ამ პოსტზე  ნიკოლოზ ჭიაურელმა შეცვლა. კომპანიაში ჯერ კიდევ რჩება სპეცმმართველი. 

ყაზახი ინვესტორების გასვლას წინ  „ყაზტრანსგაზის“ და  საქართველოს მთავრობას შორის არსებული საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულება უძღოდა.  ინვესტორი   187 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

მორიგების დროს, მთავრობამ კომპანიას არსებული დავალიანება ჩამოაწერა, თავის მხრივ ინვესტორმაც გაათავისუფლა  "ყაზტრანსგაზ- თბილისი" დედა-კომპანიის წინაშე არსებული დავალიანებისგან.  

სს „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 2017 წლის 7 აპრილს უჩივლა. არბიტრაჟი ჰააგაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად მიმდინარეობდა. „ყაზტრანსგაზის“ მტკიცებით, დაირღვა 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის, საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ 1996 წელს გაფორმებული შეთანხმებისა და „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები