ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მტვრის გროვის უტილიზება დაიწყო
8 ოქტომბერი, 2018, 14:24
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში  მტვრის გროვის უტილიზება დაიწყო

თბილისი (GBC) - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე გაზგამწოვებიდან გამოტანილი მტვრის გროვის უტილიზებაზე, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოწვეული პოლონელი სპეციალისტები მუშაობენ.

სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის გადაწყვეტილებით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება.

წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მტვრის გროვა დაფარცხვის დასრულების შემდეგ გეოტექსტილით დაიფარება. შემდეგ კი, სპეციალისტების განმარტებით, ბალახის ჰიდრო-დარგვის პროცესი დაიწყება, რაც შვიდ დღეს გასტანს.

პირველ მწვანე საფარს დეკემბრის დასაწყისში ელოდებიან. მტვრის გორები ბალახით სრულად დაიფარება, რის შემდეგაც, მტვერი ჰაერში აღარ გაიფანტება.

ფეროშენადნობთა ქარხანაში დაწყებული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პოლონურ კომპანია "აგრო მაქს დეკორთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროცესი ორ თვეში დასრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები