ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6855        EUR 3.1095        GBP 3.5508        RUB 4.1008        UAH 0.9616        AZN 1.5844        AMD 5.5508      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რეზონანსი: ქართულ მოიერიშე “ბორაზე” უკვე დიდი მოთხოვნაა 
11 ოქტომბერი, 2018, 10:27
რეზონანსი: ქართულ მოიერიშე “ბორაზე” უკვე დიდი მოთხოვნაა 

თბილისი (GBC) - ქართულ მოიერიშე “ბორაზე”, რომელიც ბაზარზე 2020 წლისთვის გამოჩნდება  უკვე დიდი მოთხოვნაა - წერს გაზეთი "რეზონანსი".

გამოცემის ცნობით, ახალ მოიერიშე თვითმფრინავი “ჯე-31 ბორა” “სუ-25”-ის განახლებული ვერსია იქნება. 

“საქართველო არის მოიერიშე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. საბჭოთა პერიოდიდან “სუ-25”-ის მწარმოებელი ოფიციალურად “თბილავიამშენია”. ახალი თვითმფრინავი იქნება, ფაქტობრივად, “სუ-25”-ის განახლებული ვერსია, რომელსაც ექნება გაცილებით თანამედროვე ავიაონიკა და განახლებული ძრავები. ქარხანა აქტიურად მოშაობს ამ თემასთან დაკავშირებით. ახალი ქართული თვითმფრინავი ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორი მოთხოვნადიც არის მსოფილიოში “სუ-25” - ასე რომ, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა თავის კლასში, ვგულისხმობ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავებს, როგორიც „სუ-25” არის... კონკრეტულად სამხედრო თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციის განვითარების საკითხში არ ვეთანხმები, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ქვეყნისთვის სარგებელს, ეს არის სამხედრო მრეწველობის მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სამუშაო ადგილები და ბიუჯეტში შენატანი” - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას ბრიგადის გენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

“თბილავიმშენის” დირექტორმა ნოდარ ბერიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ძრავის შერჩევის მიზნით და ასევე დასძინა, რომ ახალ თვითმფრინავში რუსული წარმოების არც ერთი დეტალი არ უნდა იყოს.

თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება 20 მლნ დოლარი იქნება. 

პოტენციური დამკვეთებად მოიაზრება  არაბული და აფრიკული ქვეყნები, ასევე აზიისა და ევროპის ბაზარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები