







თბილისი (GBC) – ელიტ ელექტრონიქსი nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი გაიხსნა.
მხარეებს შორის დაწყებული თანამშრომლობით, მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდის სამზარეულოს ავეჯი ექსკლუზიურად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.
პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. კომპანიამ ფაქტობრივად ტრანსფორმაცია განიცადა. შევცვალეთ მაღაზიების კონცეფცია, რათა უფრო მეტად კომფორტული გამხდარიყო ჩვენი მომხმარებლისთვის შესყიდვების პროცესი. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებას და სამზარეულოს ბიზნესში შევედით, რომ მომხმარებელ შევუქმნათ კომფორტი ერთ სივრცეში შეიძინოს სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა, ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა“ – განაცხადა პრეზენტაციაზე "ელიტ ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ.
ნობილიას რეგიონალური წარმომადგენლის მაიკლ ბეარის ცნობით, nobilia-ს სამზარეულოები ძალიან პოპულარულია გერმანიაში, სადაც ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა.
"ავეჯი მზადდება მხოლოდ ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ხარისხის, წარმოების და დიზაინის სფეროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის – DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და “ოქროს M”-ს ხარისხის მართვის სერტიფიკატები. ჩვენი პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჩვენ გვჯერა რომ ასეთივე წარმატებული და პოპულარული გახდება ნობილია საქართველოშიც და ჩვენ ამაში ელიტ ელექტრონიქსი დაგვეხმარება", - აღნიშნა მაიკლ ბეარიმ ნობილიას რეგიონალურმა წარმომადგენელმა საქართველოში
მისი თქმით, ელიტ ელექტრონიქსი ზუსტად შეესაბამება მათ სტანდარტების და პრინციპებს.
nobilia გერმანული კომპანიაა, რომელიც 70 წელზე მეტია რაც აწარმოებს უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს და ევროპაში აღიარებულია ლიდერ ბრენდად. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით.
ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს სამზარეულოს ავეჯი სრული კომპლექტაციით, ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში და რაც მთავარია ყველა დიზაინი შეიქმნება ექსკლუზიურად და არ განმეორდება. პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით.