ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0772        EUR 3.4366        GBP 3.8671        RUB 4.4862        UAH 1.1486        AZN 1.8101        AMD 6.3611      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველო ელექტრომობილების ქარხნის ასაშენებლად 2 ბრენდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
22 ოქტომბერი, 2018, 11:05
საქართველო ელექტრომობილების ქარხნის ასაშენებლად 2 ბრენდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

თბილისი (GBC) - საქართველოს მთავრობა გეგმავს მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. 

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს ავტოპარკს. 

მამუკა ბახტაძის თქმით, ეტაპობრივად დაიწყება  განბაჟებისას ელექტრომობილებისთვის შეღავათების მინიჭებას, შიგაწვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით.  ასევე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. 

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთი სალიზინგო სქემების ამოქმედებას, რომლითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტიურად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავის  დანაზოგი სახსრების მეშვეობით,  5 წლის ვადაში გამოისყიდის ავტომობილს დამატებითი დანახარჯის გარეშე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ უკვე მიმდინარეობს  მოლაპარაკებები 2 ყველაზე ცნობილ ბრენდთან, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა. 

პრემიერის თქმით, მომავალი კვირიდან დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და 1 წლის განმავლობაში 2000 -ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა "car sharing"  -ის პრინციპით. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები