ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.06        EUR 3.4655        GBP 3.8681        RUB 4.3263        UAH 1.1358        AZN 1.8        AMD 6.3011      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდი :  ექს თავდაცვის მინისტრს გადაუმოწმებელი „ფაქტებით“ საზოგადოება შეცდომაში შეყავს
8 ოქტომბერი, 2018, 18:03
საპარტნიორო ფონდი :  ექს თავდაცვის მინისტრს გადაუმოწმებელი „ფაქტებით“ საზოგადოება შეცდომაში შეყავს

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდი“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ მედიაში გავრცელებულ ვრცელ სტატიას ეხმაურება, რომლიც საქართველოში შანხაის უმსხვილეს საფინანსო კომპანია CEFC-ის მოღვაწეობას ეხება.

სტატიაში თინა ხიდაშელი CEFC-სა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმზე აკეთებს აქცენტს, რომლის საფუძველზეც „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ჩამოყალიბდა.

საპარტნიორო ფონდი ექს თავდაცვის მინისტრს პასუხობს:

„საკუთარ სტატიაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი „საპარტნიორო ფონდთან“ გადაუმოწმებელი „ფაქტებით“ საზოგადოება შეცდომაში შეყავს. კერძოდ, თინა ხიდაშელის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდმა“ „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ კაპიტალი  25 მილიონით შეავსო, თინა ხიდაშელის აზრით, აღნიშნული ფონდის მიერ ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს პროექტების დაფინანსების „დაპირება ჩაიშალა“. აღნიშნული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.  „საპატნიორო ფონდს“ „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდის“ ანგარიშზე თანხა არ გადაურიცხავს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის უმსხვილეს საფინანსო კომპანია CEFC-ს შორის მოლაპარაკებები საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის საქართველოში დაფუძნებასთან დაკავშირებით, 2 წლის წინ დაიწყო. 2017 წლის მაისში  „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში, მხარეებს შორის ერთობლივი ფონდის ჩამოყალიბების პერსპექტივით მემორანდუმი პეკინში გაფორმდა, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები ამ ფონდს შვილობილი კომპანიების მეშვეობით ჩამოაყალიბებდნენ. შესაბამისად, ამავე წლის ნოემბერში ჩინური მხრიდან, ლუქსემბურგში დაფუძნებულმა საზოგადოებამ და ფონდის საქართველოში დაფუძნებულმა საზოგადოებამ ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ სარეგისტრაციო პროცედურების დასრულების ვადებზე. მითითებული რეგისტრაცია დასრულებულია და ამ ეტაპზე პარტნიორებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამისი პროექტების მოძიების და მათი მოძიების შესაბამისად გაცხადებული 5 მილიონი აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალის შევსების გრაფიკზე შეთანხმების მიზნით. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე აღნიშნული ფონდის კაპიტალის შევსების ვალდებულება არ წარმოქმნილა და შესაბამისად, ამ მიზნით არც „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიასა და არც CEFC-ის მონაწილეობით შექმნილ ლუქსემბურგულ კომპანიას ტრანზაქცია არ განუხორციელებია. საქართველოში დაფუძნებულ ფონდში ქართული მხარის მონაწილეობის წილი შეადგენს 49%-ს, ხოლო ლუქსემბურგული კომპანიის მონაწილეობის წილი - 51%-ს.

მემორანდუმის თანახმად, საწესდებო კაპიტალი დაგეგმილი იყო 50 მილიონამდე, მაგრამ შემდეგში გადაწყდა რეგისტრირებული კაპიტალი განსაზღვრულიყო 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. პარტნიორებს უფლება აქვთ მომავალში გაზარდოს მითითებული ოდენობა, თუმცა ფონდის შვილობილი კომპანიის მხრიდან, აღნიშნულზე თანხმობის განცხადებას წინასწარ დაჭირდება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ განცხადებებში ამბობს, რომ CEFC-ის ერთერთი აქციონერი ეჭვმიტანილია კორუფციულ ქმედებებში და საქმეს ამერიკელი სამართალდამცავები იძიებენ. თინა ხიდაშელი შანხაის უმსხვილესი კომპანიის იმიჯს ეჭვქვეშ აყენებს. საქმე კი  სხვაგვარად არის; CEFC-ის სასარგებლოდ უკანონო ქმედებებში ეჭვმიტანილია ამავე კომპანიის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ერთერთი აფრიკული ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსანი. გარდა ამისა, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამ ბმულზე მოცემული ინფორმაციის დასკვნით ნაწილს - „The charges contained in the Complaint are merely accusations, and the defendants are presumed innocent unless and until proven guilty.“ - რომელიც ხაზს უსვამს, რომ ეჭვმიტანილი პირი სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ CEFC-იმ ოფიციალურად უარყო რაიმე კავშირი მითითებულ ბრალდებებთან და აგრეთვე ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე ეჭვმიტანილთან მიმართებით (ბრალდების მიხედვით ამ პირის მეშვეობით ხდებოდა უკანონო ქმედებების განხორციელება) გამოძიება  შეწყვეტილია აშშ სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, გამოძიების დასრულებამდე ამ თემის კომენტირება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.

თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ჩინური კომპანია Huahe International-ის მრჩეველ კონსულტანტია და რადგან, ამავე კომპანიასთან „საპარტნიორო ფონდს“ გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, თინა ხიდაშელი  „ასკვნის“ რომ ადგილი აქვს „ინტერესთა შეუთავსებლობას“, რაც ასევე უსაფუძვლოა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 2016 წლიდან ჩინური კომპანია Huahe International-ის მიწვეული მრჩეველ კონსულტანტია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. შესაბამისად, „ინტერესთა შეუთავსებლობის“ საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთი, „საპარტნიორო ფონდი“ Huahe International-სგან საქართველოში იზიდავს ინვესტიციებს და არა პირიქით. უნდა აღინიშნოს, რომ დავით საგანელიძე ანაზღაურების გარეშე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის მრჩეველ კონსულტანტია.

თინა ხიდაშელი, ასევე, სტატიაში Huahe International-ის მიერ 2017 წელს ჩინეთში გამართულ  საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის დროს გადაღებულ „სკანდალურ“ ფოტოზე აპელირებს. ფოტოზე დავით საგანელიძე ფორუმის სხვა მონაწიელეებთან ერთად  მიწვეულ  აფხაზეთის დელეგაციის წარმომადგენელთან არის ასახული. ფორუმის ამსახველ  ფოტოსესიას აწარმოებდა ჩინური მხარე, შესაბამისად აფხაზეთის დელეგაციის წარმომადგენლის ვინაობის იდენტიფიცირება პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტოსესიის დროს შეუძლებელია. ეს ფაქტი არაერთ მაღალ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილების მქონე თინა ხიდაშელისთვის ცნობილი უნდა იყოს“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები