ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6611        EUR 3.0233        GBP 3.4363        RUB 3.9996        UAH 0.9553        AZN 1.565        AMD 5.4981      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ირაკლი ბერძენაძე: სალომბარდე ბიზნესს ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს
26 ნოემბერი, 2018, 14:06
ირაკლი ბერძენაძე: სალომბარდე ბიზნესს ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს

თბილისი (GBC) - სალომბარდე ბიზნესი ეროვნული ბანკისგან  2019 წლის 1-ლი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციების 1-2 წლით  გადავადებას და ლიბერალიზაციას ითხოვს.

არასაბანკო ფინანსურ- დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ბერძენაძე  "კომერსანტთან" აღნიშნავს, რომ ლომბარდებისთვის რეგულაციების ამოქმედება  უნდა გადაიდოს, რადგან ეროვნული ბანკის მოთხოვნებში  ძალიან ბევრი შეუსაბამობაა და  მას ლომბარდები ვერ დააკმაყოფილებენ.

მისი ინფორმაციით, პირველი  იანვრიდან რეგისტრაციის ამოქმედების მოთხოვნა მკაცრია, რადგან  მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტებს, თუნდაც კრედიტორებთან დაკავშირებით მოთხოვნის შესრულება გაუჭირდებათ. ამასთან არის ფართთან დაკავშირებული საკითხები. რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 20 მ2. როგორც ბერძენაძე განმარტავს, რეალურად, ეროვნული ბანკი ამ ნაწილში დათმობაზე წავიდა, რომ ვალუტა და ლომბარდი შეიძლება ერთ სივრცეში მუშაობდეს. გარდა ამისა, მზად არიან  20 მ2-ი 15მ2-მდე შეამცირონ.

მიუხედავად ამისა, როგორც ბერძენაძე აცხადებს, კვლავ პრობლემად რჩება სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის პროსცესი.  მისი ინფორმაციით, სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 10 000 ლარს. გარდა ამისა,1 იანვრამდე ნებისმიერმა სუბიექტმა, გამსესხებელმა უნდა წარმოადგინოს საბუთები ეროვნულ ბანკშ, რომელიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში 2019 წლის 31 მარტიდან მას ეკრძალება სესხების ამოღებაც კი.

„ეს ნიშანვს იმას, რომ ლომბარდებს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნებათ. რეალურად, არც ბაზარზე ოპერირების და არც გასვლის  საშუალება აღარ იქნება.  გავიდე ბაზრიდან, დავხურო კომპანია და გაცემული სესხები ვერ ამოვიღო, რას ნიშნავს?  “-აღნიშნავს ბერძენაძე.

როგორც ბერძენაძე აღნიშნავს, ამ რეგულაციებით  საფინანსო სექტორი, კონკრეტულად კი, ლომბარდები   კანონსამართლებრივ შევიწროებას განცდიან. 

„მიდგომაა ასეთი — თუ კომპანია ვერ დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, იძულებული ხდება გაყიდოს პორტფელი. ამაში ყველაზე მთავრია ის, რომ ამას იყიდიან ბანკები. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბანკები  საცალო სალომბარდო დაკრედიტების მიმართულებით გააქტიურდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ბაზარზე საკმაოდ დემპინგურ ფასად ოპერირებენ,“ — განმარტავს ბერძენაძე.

მისი პროგნოზით, სალომბარდე ბიზნესს ძალიან ცუდი პერსპექტივა აქვს, ან დაიხურებიან, ან მათ პორტფელს ბანკები იყიდან. „მცირე და საშუალო  ლომბარდები ვერ გაუძლებენ იმ ხარჯებს და ვალდებულებებს, რაც აქვთ. გარდა ამისა,  ბანკები მათ პორტფელს ძალიან მიზერულ ფასად იყიდიან. ეს გამოიწვევს იმას, რომ ლომბარდებში დასაქმებული ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩება,“-აცხადებს ბერძენაძე.

მისივე  განმარტებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ლომბარდია, თითოეულ ლომბარდში კი საშუალოდ 4 კაცია დასაქმებული. ბერძენაძე განმარტავს, რომ უბრალო არითმეტიკაა საჭირო  იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი.

მისი შეფასებით, რეგულაცია საჭიროა, თუმცა, ის გონივრული  უნდა იყოს. ეროვნულ ბანკთან რეგულაციების ამოქმედების გადავადებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, უცნობია ,გაიზიარებს თუ არა რეგულატორი სალომბარდე ბიზნესის თხოვნას.

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება 2 წლის შემდეგ და როგორ მოემზადებიან ლომბარდები რეგულაციებისთვის, ბერძენაძე  აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში, ბევრი კომპანია წავა განაშთვაზე თუ დახურვას აპირებს. გარდა ამისა, თავად ბაზარი გვიჩენებს ვინ დაიხურება და ვინ არა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები