ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
იგორ  აფციაურმა Myway Airlines -ის 51% ჩინურ კომპანიას დაუბრუნა, რა ხდება  ავიაკომპანიაში
30 ნოემბერი, 2018, 11:47
იგორ  აფციაურმა Myway Airlines -ის 51% ჩინურ კომპანიას დაუბრუნა, რა ხდება  ავიაკომპანიაში

თბილისი (GBC) –  ჩინური კაპიტალით დაფუძნებული ავიაკომპანია  Myway Airlines-ი 3 მიმართულებაზე ფრენას აჩერებს.

რომის, ბუდაპეშტის და კიევის მიმართულებით ფრენა ზამთრის სანავიგაციო სეზონზე შეჩერდება. ძირითადი მიზეზი მგზავრთნაკადის შემცირებაა, კიევის მიმართულებაზე კი, უარყოფით ფაქტორებს  რუსეთ-უკრაიანს შორის ვითარების დაძაბვა და ბაზარზე შემოსული 2 ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაერთო, რომელთან კონკურენცია Myway Airlines-ს უჭირს.

ავიაკომპანიის  კომერციული დირექტორი და უკვე ყოფილი მაჟორიტარი აქციონერი ირწმუნება, რომ კომპანია ბაზრიდან არ გადის.  ამ ეტაპზე თბილისი- თელ-ავივის მიმართულებით იფრენს და ჩარტერულ რეისებს შეასრულებს, გაზაფხულიდან კი, გააქტიურდება, მათ შორის აპრილ-მაისში ფრენას რუსეთში, სამარას მიმართულებით დაიწყებს.

„ტაიმაუტი არ არის მთლად სწორი შეფასება, რადგანაც ფრენებს სრულად არ ვაჩერებთ“, - ამბობს იგორ აფციაური და უახლეს გეგმად თბილისი - მოსკოვის რეისების შესრულების ნებართვას ასახელებს.

„რუსეთის მიმართულებაზე დანიშნულები ვართ, ალბათ, დაახლოებით, რამდენიმე კვირის  განმავლობაში მივიღებთ ნებართვას, თუმცა ეს არ მოიცავს თბილისი - მოსკოვის მიმართულებას. ეს არის მიმართულებები სადაც არ არის შეზღუდვები. მაგალითად,  სამარა, სანკტ - პეტერბურგი. რაც შეეხება მოსკოვის მიმართულებას, ჩვენ ვითხოვთ სიხშირეების გაზრდას, რომ ფრენის საშუალება მოგვეცეს.  პრობლემა არის სიხშირეების რაოდენობა, რადგანაც არის შეზღუდვა“,  - აღნიშნავს აფციაური.

მისი თქმით, ამჟამად, 21 სიხშირეა დაშვებული ზაფხულის, ხოლო 18 სიხშირე ზამთრის სეზონზე, რაც მთლიანად აქვს ათვისებული Georgian Airways-ს. ახალი ავიაკომპანიის დანიშვნის შემთხვევაში სიხშირე უნდა გაიზარდოს, რაც მათი კანონიერი მოთხოვნაა.

აფციაურის თქმით, წინა წლებში პრობლემას ქმნიდა რუსული მხარე, რადგანაც სიხშირის სანაცვლოდ ხშირად სხვა პირობებს აყენებდნენ, რაც არამომგებიანი იყო  ჩვენთვის, მაგრამ დღეისათვის, მისი ინფორმაციით, რუსეთი თანახმაა სიხშირის გაზრდაზე და   ახლა საქართველოზეა  დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება.  

აფციაურს  ოქტომბერში Myway Airlines-ის მფლობელმა 51%-იანი წილი გადაუფორმა, რომელიც 20 ნოემბერს კომპანიის მენეჯერმა უკან დააბრუნა. ის განმარტავს, რომ წილების გადათამაშება გარკვეული ნებართვების აღებას ემსახურებოდა და  ამ ეტაპზე მიზანი მიღწეულია. შედეგად, Myway Airlines-ის 100% ისევ GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP ეკუთვნის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები