ოქრო NYMEX(უნც.)  1.325.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  823.20  +0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  15.988  +0.13%    |    პალადიუმი NYMEX  1.465.90  +0.77%    |    ნიკელი (ტონა)  12.742.50  +0.63%    |    ალუმინი (ტონა)  1.855.50  -0.05%    |    ნავთობი (Brent)  66.47  +0.03%    |    გაზი(NYMEX)  2.670  +0.38%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.37  +1.75%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  101.30  -1.34%    |    ხორბალი (ტონა)  492.12  +0.43%    |   
 USD 2.6598        EUR 3.0162        GBP 3.4617        RUB 4.0543        UAH 0.9846        AZN 1.569        AMD 5.4471      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მიგდებული თვითმფრინავის გამო, გიორგი კოდუას  ერზრუმის აეროპორტის 1.1 მილიონი ევრო მართებს
30 ნოემბერი, 2018, 14:00
მიგდებული თვითმფრინავის გამო, გიორგი კოდუას  ერზრუმის აეროპორტის 1.1 მილიონი ევრო მართებს

თბილისი (GBC) – „მიგდებული“ თვითმფრინავის გამო, გიორგი კოდუას  ერზრუმის აეროპორტისთვის  1.1 მილიონი ევრო მართებს.

Avianews –ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ  ქართული ავიაკომპანია SKY Georgia-ს თვითმფრინავი 7 წელია  ერზურუმის აეროპორტში უმოძრაოდ დგას.

 “ილ 76”-მა 2011 წლის ოქტომბერში თურქეთის პროვინცია ვალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა. SKY Georgia-ს თვითმფრინავი  აეროპორტში 30 ოქტომბერს დაეშვა, თუმცა,  ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოფრენა აღარ განუხორციელებია.

ინციდენტი აეროპორტში თვითმფრინავის პარკირებისას მოხდა, როდესაც SKY Georgia-ს ხომალდი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა. სადაზღვეო კომპანიასთან შექმნილი პრობლემის გამო კი თვითმფრინავი შეკეთებას 7 წელია ელის.  

აეროპორტში პარკირების  წლიური საფასური 155 100 ევროა, ეს იმას ნიშნავს, რომ  SKY Georgia-ს დავალიანება თურქეთის სახელმწიფოს მიმართ უკვე 1,1 მლნ ევროს შეადგენს.

თურქული მედიის ინფორმაციით,  აღნიშნულ თემაზე თურქული მხარე კომპანიის წარმომადგენლობას რამდენჯერმე დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სახელმწიფო აეროპორტების მმართველს (DHMI) კი არ აქვს უფლება თვითმფრინავის დგომისთვის ავიაკომპანიიდან თანხა სასამართლოს გზით ამოიღოს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ დროისათვის SKY Georgia-ს გადახდისუუნარობის (გაკოტრება) საქმისწარმოება მიმდინარეობს.

ხოლო რაც შეეხება „ილ 76“, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ხომალდი მათ რეესტრში დიდი ხანია აღარ ირიცხება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   
სპონსორები