ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვისოლმა საწვავის 10 თეთრით გაიაფების ხერხს მიაგნო
4 დეკემბერი, 2018, 14:26
ვისოლმა საწვავის 10 თეთრით გაიაფების ხერხს მიაგნო

თბილისი (GBC) - ნავთობპროდუქტების კომპანია „ვისოლმა“  საწვავის 10 თეთრით ფასდაკლების ხერხს  "უნიქარდთან" კოოპერაციით მიაგნო. 

კომპანიის ცნობით, "უნიქარდის"  ბარათის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად ახლა უკვე საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს.

შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად, რომელთა შორის საწვავიცაა.

„ნავთობპროდუქტებზე ცვალებადი ფასის პირობებში საზოგადოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ხელშესახები შეღავათი მიიღოს საწვავის შეძენისას. 10 თეთრიანი მუდმივი ფასდაკლებით ყოველ ლიტრ საწვავზე, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის ბენზინისა და დიზელის პროდუქტები მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინონ და ისიამოვნონ მგზავრობით. ამავდროულად „უნიქარდის“ მფლობელებს შესაძლებლობა აქვს ბონუს ქულებიც დააგროვონ სასურველი საჩუქრებისთვის“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები