ოქრო NYMEX(უნც.)  1.250.10  -0.14%    |    პლატინა (უნც.)  789.70  -0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  14.74  -0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.184.20  -0.29%    |    ნიკელი (ტონა)  11.000  +0.02%    |    ალუმინი (ტონა)  1.938  +0.04%    |    ნავთობი (Brent)  60.10  -0.89%    |    გაზი(NYMEX)  3.619  +1.37%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.48  -1.34%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  100.30  -1.91%    |    ხორბალი (ტონა)  532.75  -0.42%    |   
 USD 2.6655        EUR 3.0352        GBP 3.3719        RUB 3.9895        UAH 0.9581        AZN 1.5719        AMD 5.4959      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სფეისის განახლებული ვერსია - რა შეცვალა სრულად ციფრულმა ბანკმა?
5 დეკემბერი, 2018, 11:27
სფეისის განახლებული ვერსია - რა შეცვალა სრულად ციფრულმა ბანკმა?

თბილისი (GBC) - ცოტა ხნის წინ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელმაც თავიდანვე დააინტერესა მომხმარებელი და ტრადიციული მომსახურების ციფრული ალტერნატივები შესთავაზა.

„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ ყოველდღიური ბანკინგის სრულიად ახლებური სერვისი, მომავლის ციფრული ბანკი, რომლის განვითარების მთავარი მონაწილე თავად მომხმარებელია.“ - აცხადებს სფეისის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

ოქტომბერში აპლიკაციის განახლებული ვერსია გამოვიდა, სადაც სწორედ მომხმარებლის მოთხოვნები აასრულა სფეისმა:

  • შესაძლებელი გახდა პასპორტით რეგისტრაცია
  • ინდ. მეწარმეებს მიეცათ საშუალება აპლიკაციის მოხმარების
  • დაემატა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის ფუნქცია
  • უკვე გამოჩნდა ტრანზაქციების ისტორია
  • გამარტივდა სესხის აღების პროცესი და ასევე ბარათის გააქტიურების.

ამ სიახლესთან ერთად სფეისმა დაასრულა ბეტა ტესტირების ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინტერესო სიახლეების რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

რეგიონში პირველი სრულად ციფრული ბანკი მიზანია გახდეს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიმწოდებელი.

ამ ეტაპზე სფეისი მომხმარებელს სთავაზობს:

  • ანგარიშის გახსნას მობილურის საშუალებით
  • კომუნალურების გადახდას საკომისიოს გარეშე
  • მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით თანხის გადარიცხვას
  • ნებისმიერი ბანკის ბარათის მიბმას
  • სფეის ბარათის შეკვეტას სახლში მიტანის სერვისით
  • onlain sesxebi 2 წუთში

სფეისის გუნდი ყველაზე მეტად მომხმარებლის კომენტარებს და რეკომენდაციებს აკვირდება, რათა სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისად შეცვალონ და გააუმჯობესონ აპლიკაცია.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია: space.ge

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები