ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1794        EUR 3.4576        GBP 3.9227        RUB 4.2035        UAH 1.1655        AZN 1.8702        AMD 6.4084      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა
13 დეკემბერი, 2018, 14:23
ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“  და  მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი)  საქართველოში პირველად, მომხმარებელს სთავაზობენ ერთობლივ პროდუქტს, რომელიც აერთიანებს როუმინგის მომსახურებას და სამოგზაურო დაზღვევას.

შედეგად, ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით.

ამ ორი მომსახურების გაერთიანება გადაწყდა მისი პოპულარულობიდან გამომდინარე - საზღვარგარეთ საქმიანი მოგზაურობისას თუ დასასვენებლად გამგზავრების დროს, სამოგზაურო დაზღვევა და მობილური ინტერენტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია.

ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი  უზოგავს მომხმარებელს ფინანსებს და დროს, ვინაიდან მას აღარ უწევს დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. ხსენებული პროდუქტით სარგებლობას მომხმარებელი 20 დეკემბრიდან შეძლებს, რისთვისაც საკმარისია ეწვიოს ბილაინის ვებგვერდს www.beeline.ge ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მობილური ოპერატორის მომსახურებაში დაზღვევის ინტეგრაცია უაღრესად ხელსაყრელია მომხმარებლისთვის და ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში და მოხარულები ვართ, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოში ჩვენ ბილაინთან ერთად გადავდგით. ეს მხოლოდ დასაწისია - ჩვენ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ჩვენი კომპანიების ასიათასობით მომხმარებელს სარგებელს მოუტანს. კონკრეტულად ამ საპილოტე პროექტით, ბილაინის ყველა მომხმარებელი, რომელიც როუმინგის ინტერნეტით სარგებლობს, ავტომატურად გაიაქტიურებს დაზღვევას 50,000 ევროს ლიმიტით და დაცულად იმოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.“

„მოხარული ვართ, რომ საიმედო და წარმატებულ პარტნიორთან, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მას ცხოვრებას გაუმარტივებს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ „ბილაინის“ მომხმარებელს შევუმსუბუქოთ, ან სულაც ავაცილოთ ყოველდღიური საზრუნავი, იმისთვის რომ გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობისთვის მზადების დროს და ამ ერთობლივი პროდუქტით, მომხამრებელს მინიმუმ ერთი საზრუნავით ნაკლები ექნება,“ განაცხადა „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები