ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7928        EUR 3.0383        GBP 3.6133        RUB 4.2578        UAH 1.14        AZN 1.6491        AMD 5.8335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კომპანია NOVA -მ სამშენებლო მასალების საწარმო გახსნა
13 დეკემბერი, 2018, 17:31
კომპანია NOVA -მ სამშენებლო მასალების საწარმო გახსნა

თბილისი (GBC) - კომპანია NOVA -მ სამშენებლო მასალების საწარმო  და საწყობი გახსნა. 

საწარმო 24 000 კვ.მ იკავებს. აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.  პროექტის ფარგლებში „ნოვამ“  მეტალოკრამიტის და პროფნასტილის სასახურავე მასალის, სასახურავე მასალის აქსესუარების, მეტალოკრამიტის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები გააფართოვა. პროექტი  EBRD-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 „ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია  „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვისაც.

 ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  პროექტში ჩაიდო 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია, აწარმოებს სამშენებლო მასალებს და აქვს ლოგისტიკური ცენტრი.

"ეს ასევე კარგი მაგალითია იმის, რომ ასეთი საწარმო საქართველოში შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს  არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც. კომპანია „ნოვამ“ ჩაანაცვლა იმპორტის უმეტესი ნაწილი  და ასევე შეძლო პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი, კონკურენტუნარიანი საწარმოები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია  საფინანსო, სახელმწიფო და კერძო სექტორების ასეთი კარგი თანამშრომლობა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, „ნოვა“ 100-მდე დასახელებისწყლის  პოლიეთილენის ავზს,  100-მდე დასახელების თუნუქის ნაწარმს -  სასახურავე მასალას და აქსესუარებს,  თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, აქსესუარებს და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილებს აწარმოებს. კომპანიის  საკუთრებაშია ქალაქ თბილისში  არსებული  საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა, ასევე  საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა და ავზების საწარმო ქალაქ ბათუმში და აქტიურად მიმდინარეობს  10 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის მოწყობა ადლიის ფილიალში.

 აღსანიშნავია, რომ „ნოვას“ აჭარაში მდებარე ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა - პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

 „ნოვას“  ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მთლიანად თბილისისა და ბათუმის ქარხნებში  320  ადამიანია დასაქმებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები