ოქრო NYMEX(უნც.)  1.292.25  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  804.35  -0.44%    |    ვერცხლი (უნც.)  15.568  -0.45%    |    პალადიუმი NYMEX  1.325.45  +0.53%    |    ნიკელი (ტონა)  11.512.50  -0.82%    |    ალუმინი (ტონა)  1.864  -1.05%    |    ნავთობი (Brent)  60.91  -0.67%    |    გაზი(NYMEX)  3.526  +4.20%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.13  -0.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.70  +1.38%    |    ხორბალი (ტონა)  510.88  -0.22%    |   
 USD 2.6613        EUR 3.0283        GBP 3.4211        RUB 4.0074        UAH 0.9525        AZN 1.5701        AMD 5.4929      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
მიმდინარე ანგარიშის სალდო პირველად, პროფიციტული გახდა
31 დეკემბერი, 2018, 14:16
 მიმდინარე ანგარიშის სალდო პირველად, პროფიციტული გახდა

თბილისი (GBC) - საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო 2018 წლის მესამე კვარტალში  პროფიციტული იყო და 11.9 მლნ აშშ დოლარი (30.1 მლნ ლარი) შეადგენდა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, ამ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მესამე კვარტალში წლიურად 2.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 22.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მესამე კვარტალში, დიდწილად ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 9.5 პროცენტით, ხოლო იმპორტი 5.7 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს ტურისტული მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 12.3 პროცენტით გაიზარდა და მესამე კვარტალში 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.2 პროცენტით გაიზარდა და 2018 წლის მესამე კვარტალში 345.5 მლნ აშშ დოლარს (873.9 მლნ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო - შემცირებული.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 262.5 მლნ აშშ დოლარი (663.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.3 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების სექტორებში განხორციელდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები