ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9225        EUR 3.2434        GBP 3.5421        RUB 4.3709        UAH 1.1604        AZN 1.7153        AMD 6.1462      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
APM Terminals-მა  ფოთის პორტის გაფართოების გეგმა წარადგინა  
3 იანვარი, 2019, 14:05
APM Terminals-მა  ფოთის პორტის გაფართოების გეგმა წარადგინა   

 

თბილისი (GBC) -ეიპიემ ტერმინალს ფოთმა  და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“  ეკონომიკის სამინისტროს ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა.

სწორედ ამ გეგმის საფუძველზე კომპანიები პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვას ითხოვენ.

პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას.

ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი -ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.

„ხელისუფლებასთან, ტვირთის მფლობელებთან, წილობრივ პარტნიორებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან მაღალი დონის და სიღრმისეული განხილვების შემდეგად ჩვენ ვასკვნით, რომ ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, - განაცხადა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.

პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობებისთვის და ნაყარი ტვირთის - ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60.000 ტონამდე საქონლის პარტიების / გემების, რაც ქმნის ახალ - დაბალდანახაჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფროში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები