







თბილისი (GBC) - ყაზტრანსგაზი კომერციულ სექტორს გაზის ტარიფს 86 თეთრამდე უზრდის.
კომპანიის ცნობით, ახალი ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 4 თებერვლიდან ამოქმედდება. ზრდა 5.5 თეთრია. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი იქნება.
"დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.