






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - Daily Mail იმ ტურისტულ ადგილებზე წერს, რომლებმაც ტურისტებში ყველაზე დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
Lenta.ru-ს ცნობით, გამოცემამ ინტერნეტ-ფორუმ Quora -ზე მიმდინარე დისკუსიას მიაქცია ყურადღება, სადაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა - რომელმა ღირსშესანიშნაობამ გაგიცრუათ იმედი ყველაზე მეტად?
კომენტარებიდან ირკვევა, რომ ასეთი ვენეცია ყოფილა. ტურისტების უმეტესობა წერს, რომ ვენეციით აღფრთოვანება 1 არხის ნახვით სრულდება და ეს ქალაქი სხვა არაფერია თუ არა „ტურისტული მახე“.
მეორე ადგილზე ეგვიპტური ქალაქი ელ-გიზაა, სადაც მდებარე გიზას პირამიდა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი გრანდიოზული, რა მოლოდინიც ჰქონდათ.
ტურისტები აკრიტიკებენ ბალის სანაპიროსაც, ამბობენ, რომ რეალობა ფოტოებისგან მკვეთრად განსხვავდება. იმათ ბალიზე დასვენების სანაცვლოდ ტაილანდში მოგზაურობის რეკომენდაცია აქვთ.
კრიტიკული კომენტარებია დუბაის და კუნძულ სანტორინის მიმართაც. ტურისტები წერენ, რომ დუბაი „ბეტონის ჯუნგლებად“ გადაიცა, ბერძნული კურორტი კი, ძვირი და ტურისტებით გადაჭედილია.
აქვეა კომენტარები, სადაც პარიზის ლუვრის მუზეუმი „აბსურდულ ადგილად“ მონათლეს, ხოლო ათენის აკროპოლისი ნანგრევებად. ნიუ-იორკის თაიმ-სკვერს კი, დეპრესიულს უწოდებენ.