ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6793        EUR 3.0515        GBP 3.5182        RUB 4.2031        UAH 0.9825        AZN 1.5713        AMD 5.5186      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ასოციაცია: საბანკო სექტორი გამოირჩევა სტაბილურობით და ქვეყნის განვითარების გარანტია
9 იანვარი, 2019, 17:47
ასოციაცია: საბანკო სექტორი გამოირჩევა სტაბილურობით და ქვეყნის განვითარების გარანტია

თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო ასოციაცია ქვეყანაში სექტორის მაღალ სტაბილურობასა ამახვილებს ყურადღებას. ასოციაციაში მიიჩნევენ, თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, რეალური ინფორმაციის აღქმის პროცესი და შექმნას არასწორი მოლოდინები.

"საბანკო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტია", - განმარტავენ ასოციაციაში და აღნიშნავენ, რომ საფინანსო სექტორის გამჭირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.

ასოციაცია აღნიშნავს, რომ მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები