ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7871        EUR 3.1229        GBP 3.5084        RUB 4.3536        UAH 1.0567        AZN 1.6436        AMD 5.8418      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RMG GOLD 2025 წლამდე დაახლოებით 13 685  კგ ოქროს მოპოვებას ვარაუდობს
12 იანვარი, 2019, 19:36
RMG GOLD 2025 წლამდე დაახლოებით 13 685  კგ ოქროს მოპოვებას ვარაუდობს

თბილისი (GBC) –  ოქროს მომპოვებელი RMG GOLD 2025 წლამდე დაახლოებით, 13 685.54 კგ ოქროს მოპოვებას ვარაუდობს.

კომპანია ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. კერძოდ, გრძელდება საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება/ გადამუშავება, ასევე ხდება უკვე გადამუშავებული მადნის მესამედ გადამუშავება. მიმდინარეობს .. აგლომერაციის პროექტი, რაც გულისხმობს ბარიტის მადნის შერევას უკვე გადამუშავებულ მადანთან. გარდა ამისა მიმდინარეობს საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება სს „არემჯი კოპერზე“ მისაწოდებლად.

ამ პროექტების ფარგლებში, არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება 2,3 მილიონი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი, რაც შეიცავს დაახლოებით 72 ათას უნცია ოქროს (1 უნცია 31.1035 გრამია, ანუ სავარაუდო მოცულობაა 2239.452 კგ)  ამ მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2020 წლის ბოლომდე.

ძველი გროვების მესამედ გადამუშავების ფარგლებში, კომპანიის მმართველების ცნობით, ვარგისი მადანი შეფასებულია 18,6 მილიონი ტონის რაოდენობით, რომელიც შეიცავს 163 ათას უნცია ოქროს (5069.8705 კგ). მოცემული რაოდენობის მადნის გადამუშავება იგეგმება 2021 წლის ბოლომდე.

აგლომერაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1,7 მილიონი ტონა ბარიტის მადნის გადამუშავება რომელიც შეიცავს 27 ათას უნცია ოქროს (5069.8705 კგ). ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავება უნდა მორჩეს 2019 წელს.

სს არემჯი კოპერისთვის ოქრო -სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 8,9 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 178 ათასი უნციის ოდენობით (5536,423 კგ), ხოლო სპილენძის შემცველობა 28 ათასი ტონის ოდენობით. მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე.

კომპანიის მენეჯმენტმა ფინანსურ ანგარიშში დაწერა, რომ მომავალში ასევე იგეგმება საყდრისის საბადოს მადნების მეორადი გადამუშავება და თეორიაში მესამედური გადამუშავება.

“ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია გეგმები მნიშვნელოვნად შეიცვალოს - მაგალითად, ფასების გაზრდა ამცირებს ეკონომიკურად მიზაშეწონილი ოქროს შემცველობის მინიმალურ დონეს - შესაბამისად ზრდის გადასამუშავებელი მადნის რაოდენობას. კომპანიის საქმიანობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ოქროს ამოკრეფის კოეფიციენტის ცნება. არსებული ტექნოლიგიური პროცესი არ იძლევა მადანში არსებული ოქროს სრულად ამოღების საშუალებას. ეს მონაცემი დამოკიდებულია ძირითადად მადნის ხარისხზე, ოქროს შემცველობაზე, გროვის სიდიდეზე და ა.შ. 2017 მონაცემებით საყდრისის მადნისთვის ეს კოეფიციენტი იყო 62%, მესამედური გადამუშავებითვის 25%, ხოლო ბარიტის მადნისთვის 49%”, - განმარტავენ RMG GOLD -ში.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო საქმიანობას, ოქროს და ვერცხლის რეალიზაცია 2017 წელს შემცირდა 2016 წელს არსებული 171,0 და 1,9 მილიონი ლარიდან - 158,9 და 1,5 მილიონ ლარამდე შესაბამისად.

შემცირება ძირითადად განპირობებული იყო საყდრისის საბადოს მადანში ოქროს შემცველობის შემცირებით და ასევე ძველ გროვებზე მეორადი გადამუშავების დასრულებით და მესამედური გადამუშავების დაწყებით.

ამავე დროს გაიზარდა ოქრო- სპილენძის მადნის რეალიზაცია 2016 წელს არსებული 19,2 მილიონიდან 30,2 ლარამდე. ოქროს და ვერცხლის თვითღირებულება შემცირდა 95,3 და 0,5 მილიონი ლარიდან 2016 წელს - 93,9 და 0,5 მილიონ ლარამდე 2017 წელს.

აღსანიშნავია 2017 წელს 2016 წელთან შედარებით ხელფასების ზრდა 8,7 მილიონი ლარიდან 12.1 მილიონ ლარამდე. ნაწილობრივ ეს განპირობებულია დასაქმებული პერსონალის ზრდით და ასევე ხელფასების ზრდით. ზოგადად 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით გაიზარდა დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი - 1,091 თანამშრომლიდან 1,236- მდე. კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე ფლობენ განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს რაც უნიკალურია საქართველოსთვის. 

აღსანიშნავია, რომ RMG GOLD -მა 2017 წელი 16.7 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2016 წელს  48.5 მლნ ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები