ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9723        EUR 3.2779        GBP 3.8265        RUB 4.6531        UAH 1.2273        AZN 1.7487        AMD 6.2169      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თვალსაჩინო შედეგები - სებ-ის პრეზიდენტი კაპიტალის ბაზრის გააქტიურებაზე აცხადებს
14 იანვარი, 2019, 17:18
თვალსაჩინო შედეგები - სებ-ის პრეზიდენტი კაპიტალის ბაზრის გააქტიურებაზე აცხადებს

თბილისი (GBC) -  ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამაც უკვე თვალსაჩინო შედეგები მოგვცა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტი Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს და დასტურად ოფიციალურ სტატისტიკას იხმობს. 

კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ  სებ - ის წამახალისებელმა მონეტარულმა პოლიტიკამ, საგადასახადო შეღავათებმა და ბიზნესის მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ძიებამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი კაპიტალის ბაზრის მიმართ.

 სებ-ის ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები,  2018 წელს წინა წელთან შედარებით 104% - ით გაიზარდა.

აქედან, საჯარო შეთავაზებისთვის 204 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ობლიგაციები დამტკიცდა, საიდანაც 94 მილიონი ლარის გამოშვება 2018 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა, ხოლო 110 მილიონი 2019 წლის იანვრის თვეში განთავსდება ( იხ. გრაფიკი 1 ).

ჯამურად, ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების ნარჩენმა ღირებულებამ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 647 მილიონი ლარი შეადგინა ( 2017: 514 მილიონი ლარი ).

ობლიგაციების პროცენტული წილი კორპორატიულ სესხებთან მიმართებაშიც გაზრდილია და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით  8% შეადგინა ( 2014: 1%; იხ. გრაფიკი 2 ).

2018 წლის ბოლოს, კორპორატიული ობლიგაციების 55% დენომინირებულია აშშ დოლარში, 38% - ლარში, ხოლო 7% - ევროში.

საგულისხმოა, რომ გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 458 მილიონი ლარი  შეადგინა (2017: 243 მილიონი ლარი).

ჯამურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნარჩენი ღირებულება, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 932 მილიონ ლარს გაუტოლდა (2017: 647 მილიონი ლარი). 

 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები