ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6935        EUR 3.0291        GBP 3.5021        RUB 4.2126        UAH 1.0037        AZN 1.5843        AMD 5.5801      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
Bloomberg  -მა უმდიდრესი ბრიტანელის ტიტული მტვერსასრუტების მწარმოებელს მიანიჭა
23 იანვარი, 2019, 15:37
Bloomberg  -მა უმდიდრესი ბრიტანელის ტიტული მტვერსასრუტების მწარმოებელს მიანიჭა

თბილისი (GBC) - Bloomberg  -მა უმდიდრესი ბრიტანელის ტიტული ჯეიმს დაისონს მიანიჭა.

მტვერსასრუტების  და მტვერსასრუტი რობოტების მწარმოებელი Dyson Ltd -ის 71 წლის  დამფუძნებლის ქონება წლის დასაწყისიდან 4.52 მლრდ დოლარით გაიზარდა, მათ შორის მხოლოდ 1 დღეში 3.41 მილიარდით.

ახალა დაისონის ქონება 13.8 მილიარდია (Forbes-ის შეფასებით კი, მხოლოდ 5.6 მლრდ), რაც 700  მილიონით აღემატება რეიტინგის წინა ლიდერის ჯიმ რეტკლიფის ქონებას (13.1 მლრდ). ეს უკანასკნელი ქიმიური ჰოლდინგ Ineos -ის მფლობელია.

დაისონს ასეთ მკვეთრ გამდიდრებას Bloomberg-ი Dyson Ltd  -ის რეკორდულ მაჩვენებელებს უკავშირებს. კომპანიის ბრუნვა 2018 წელს 28%-ით, 4.4 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა, მოგება კი, 1.1 მილიარდ ფუნტამდე, რაც 33%-იან ზრდას აჩვენებს.

უმდიდრესი ბრიტანელების რეიტინგში მესამე ადგილზეა ჰიუ გროსვენორი, ვესტმინსტერის მე-7 ჰერცოგი. მისი ქონება 12.4 მილიარდია. პორტფელი ძირითადად უძრავი ქონებით არის შევსებული. 2018 წლამდე ჰიუ გროსვენორი გაერთიანებული სამეფოს უმდიდრეს ადამიანად იყო მიჩნეული.

 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები