ოქრო NYMEX(უნც.)  1.314.75  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  808.40  -0.66%    |    ვერცხლი (უნც.)  15.742  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  1.363.30  -1.35%    |    ნიკელი (ტონა)  12.525.00  -0.38%    |    ალუმინი (ტონა)  1.869.50  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.86  -0.39%    |    გაზი(NYMEX)  2.668  +1.95%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.73  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -1.82%    |    ხორბალი (ტონა)  515.88  -0.31%    |   
 USD 2.6413        EUR 2.9791        GBP 3.3851        RUB 3.9608        UAH 0.9701        AZN 1.5583        AMD 5.4181      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს ავიატვირთები 19.5%-ით შეუმცირდა
25 იანვარი, 2019, 13:17
საქართველოს ავიატვირთები 19.5%-ით შეუმცირდა

თბილისი (GBC) - საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვა მცირდება.

avianews -ი წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით ავიატვირთებს დღეისათვის მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობამ 25,511 ტონა შეადგინა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 31,724 ტონა იყო, შესაბამისად ტვირთბრუნვის კლებამ 19.58%-ი შეადგინა.

2016 წლის მაჩვენებლებით, თბილისის აეროპორტში სატვირთო რეისებით გადაზიდული ტვირთის ოდენობამ 34,065 ტონა შეადგინა, შესაბამისად ბოლო ორ წელიწადში ტვირთბრუნვის მაჩვენებლი 25.11%-ითაა შემცირებული.

ბოლო 8 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე მეტი ტვირთი 2016 წელს გაატარა, ხოლო ყველაზე ცოტა 2014 წელს – 14,885 ტონა.

2018 წლის მაჩვენებლებით, კარგო გადაზიდვებში ბაზრის ლიდერები არიან: RUBY STAR-ი, CARGOLUX AIRLINES-ი და ETIHAD AIRWAYS -ი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   
სპონსორები