ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0867        EUR 3.4849        GBP 4.1204        RUB 4.12        UAH 1.1372        AZN 1.8153        AMD 6.3578      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
რატომ გავიდა სამეთვალყურეო საბჭოდან კურტ კონტი - ანაკლიის  პორტის ინვეტორ კომპანიაში განმარტება გაკეთდა 
28 იანვარი, 2019, 17:39
რატომ გავიდა სამეთვალყურეო საბჭოდან კურტ კონტი - ანაკლიის  პორტის ინვეტორ კომპანიაში განმარტება გაკეთდა 

თბილისი (GBC) –  ანაკლიის განვითარების კონსორციუმის  გენერალური დირექტორი  ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოდან კურტ კონტის გასვლას განმარტავს.  

"გვსურს განვმარტოთ, რომ საბჭოში კურტ კონტის სხვა წევრით ჩანაცვლების მიზეზი ანაკლიის პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლაა, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღება ხდება ძალიან სწრაფად და ეს საბჭოს მუშაობაში მისი წევრების  ყოველდღიურ ჩართულობას ითხოვს.  კურტ კონტი, რა თქმა უნდა, რჩება პროექტის აქციონერად და მის წილობრივ მონაწილეობაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა. რაც შეეხება დიმიტრი აბდუშელიშვილს, ის რჩება ანაკლია ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოში, რომლის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, წევრები კი ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი არიან.", - აცხადებს  -   "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი  ლევან ახვლედიანი. 

მისი თქმით,  პორტის კომპანიის აქციონერებად რჩებიან კონტი ჯგუფი და თიბისი ჰოლდინგი თანაბარი, 42 % იანი წილებით. ასევე, აქციონერები არიან Wondernet Express LLP და G Star LTD.

გარდა ამისა, პორტის აქციონერების რიცხვს შემოუერთდა ამერიკული კომპანია SSA Marine-ი, ხოლო  მისი ვიცე-პრეზიდენტი ბობ ვოთერსი მალე პორტის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდება. 

 როგორც GBC-ი წერდა ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. 24 იანვრიდან განახლებული საბჭო ჰყავს, როგორც „ანაკლია ჰოლდგინგს“ ასევე „ანაკლიის განვითარების კოსორციუმს“.

ანაკლიის პორტის პროექტი აქტიურ ფაზაშია. ინვესტორებმა ცოტა ხანში გენერალური კონტრაქტორი უნდა დაასახელონ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გამარჯვებული  ტენდერში მონაწილე რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანიისგან შეარჩია. პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გაზაფხულზე გადავა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები