ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლევან ვეფხვაძე: სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ქარის  სადგურის  პროექტები ვერ განხორციელდება  
30 იანვარი, 2019, 13:39
ლევან ვეფხვაძე: სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ქარის  სადგურის  პროექტები ვერ განხორციელდება  

თბილისი (GBC) - თუ სახელმწიფოს ხელშეწყობა არ იქნება, საქართველოში, ქარის ელექტროსადგურის ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სსეკ) იმ სირთულეებზე აცხადებს, რაც ქარს ენერგიასთან ერთად მოაქვს.

GIG შვილობილი კომპანია შიდა ქართლში 20 -მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს და შერჩეული ადგილის პოტენციალს  უკვე მე-6 წელია აკვირდება.  სპეციალური მეტეო -ანძა სოფელ სკრასთან არის დადგმული.

„ისეთივე სახელმწიფო მხარდაჭერის პირობებში, რაც „ქართლის ქარის სადგურს“ აქვს, უკვე დიდი ხნის აშენებული გვექნებოდა მსგავსი სადგური“, - აცხადებს სსეკ-ის გენერალური დირექტორი.

ლევან ვეფხვაძე იმ სირთულეებს განმარტავს, რაც განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის ენერგიის ათვისებას უკავშირდება.  

„გამომუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქარის სადგურს აქვს  შედარებით დაბალი დატვირთვის კოეფიციენტი, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურებს. მისი გამომუშავებული ელექტროენერგია შედარებით ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება ქარის ენერგიის შემთხვევაში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები მისი განვითარება გაჭირდება“, - განმარტავს ვეფხვაძე.

მისი თქმით, არსებობს არაერთი მოდელი გარანტირებული შესყიდვის გარდა,  რომელიც უკვე აპრობირებულია ევროპაში და კარგადაც მუშაობს - ასეთია „განსხვავება კონტრაქტზე“, ე.წ ფიდინგ ტარიფები, ან ფიდინგ პრემიუმ ტარიფები - „ამ მოდელების განხილვა აქტიურად მიმდინარეობს, იმისათვის რომ შევთანხმდეთ, როგორ განვითარდეს საქართველოში ქარის ენერგიის ათვისება.

ლევან ვეფხვაძის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, გარდა სიძვირისა, ცვალებადობაა.

მოდინებაზე მომუშავე ჰესებისგან განსხვავებით, დღის განმავლობაში ქარს  სტაბილურობა არ აქვს. ამიტომ, ჩვენს ელექტროსისტემას სჭირდება მეტი ცოდნა და უნარები, რომ მოერგოს ქარის ცვალებადობას. ცვალებადობა რომ დაბალანსდეს, ისე რომ არ გამოიწვიოს სისტემის გათიშვა, ამას  ცოდნა სჭირდება. უფრო კონკრეტულად იმას,  სად რა სიმძლავრეები განთავსდეს და როგორ მოვახდინოთ დივერსიფიკაცია ისე, რომ საბოლოო გამომუშავება იყოს სტაბილური“, - აღნიშნავს ვეფხვაძე.

ამ სირთულეების მიუხედავად, კორპორაცია ქარის ენერგიის ათვისებაზე უარს არ ამბობს, გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე 20 - მეგავატიანი სიმძლავრის სადგური დაიდგმება, სამომავლოდ კი, სიმძლავრის  50 მეგავატამდე გაზრდა მოხდება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები