






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თიბისი ბანკის 1 მლნ ლარით დაჯარიმების საკითხზე დეტალებს არ ასაჯაროებს.
მთავარი ბანკირი ამბობს, მარეგულირებელი კონფიდენციალობას იცავს, რადგანაც საზედამხედველო ღონისძიებები საჯარო არ არის.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თიბისი ბანკი არის ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტი. გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადექვატური დონე, იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენს მიერ არსებული მოთხოვნაა. ბანკი სრულად აკმაყოფილებს ყველა ნორმატივს და ლიმიტს. სებ-ის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან საქმიანობაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
გვენეტაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ზედამხედველობას ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრინციპებით.
"კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანი გარანტია, რომ ზედამხედველობის პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - აღნიშნა გვენეტაძემ.