ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3252        EUR 3.9976        GBP 4.6187        RUB 4.4557        UAH 1.1895        AZN 1.9542        AMD 6.3037      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
72 745 მომხმარებელს სესხზე განაკვეთი შეუმცირდა
30 იანვარი, 2019, 16:46
72 745  მომხმარებელს სესხზე განაკვეთი შეუმცირდა

თბილისი (GBC) - საზოგადოება და ბანკების ცნობით, სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით,  72 745 მსესხებელს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეუმცირდათ.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3504.3 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 

1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2762-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 3415.1 მილიონიდან 3504.3 მილიონ ლარამდე. 

72745 ხელშეკრულებიდან 20319 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 372.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ 16.5% შეადგინა. 

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 26177 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.14%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1037 მილიონი ლარია. 

22564 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1870.40 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 657.8 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 1212.6 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.2%-ში. 

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 894 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15,195 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15.5%-ში გაასესხეს. 

ასევე გაცემულია 2,605 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 54 მილიონი ლარია. 

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 იანვრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 30.68%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1561.5 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.9%-დან 12.2%-მდეა შემცირებული. 

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ინფლაციის დაბალი დონის, საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტული სალდოსა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) საგრძნობლად ჩამოუვარდება. მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პროფიციტული გახდა და 30.1 მლნ ლარი შეადგინა. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (18%-ით) და ფულადი გზავნილები (9.1%-ით). იანვარში სტაბილურობით ხასიათდება გაცვლითი კურსიც (1 აშშ დოლარის ღირებულება 2.65 ლარის ნიშნულზეა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი საბანკო რეგულაციებიდან გამომდინარე, რამაც მოსახლეობას საგრძნობლად გაურთულა სესხებზე ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, რაც გაზრდის წვდომას ფინანსებზე, შეარბილებს რეგულაციის მოქმედების უარყოფით ეფექტს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები