ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9608        EUR 3.2699        GBP 3.6874        RUB 4.6206        UAH 1.1948        AZN 1.7374        AMD 6.2202      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი რეზერვების შესავსებად ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს
31 იანვარი, 2019, 15:21
სებ-ი რეზერვების შესავსებად ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს

თბილისი (GBC) - 2019 წლიდან რეზერვების შესავსებად ეროვნული ბანკი, უკვე არსებულ სავალუტო აუქციონებთან ერთად, ახალ ინსტრუმენტს - სავალუტო ოფციონებს გამოიყენებს.

სებ-ის ცნობით, აღნიშნული ინსტრუმენტი, ერთი მხრივ, უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ეროვნული ბანკის მიერ მოსალოდნელი სავალუტო შესყიდვების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ვალუტის შესყიდვამ გაცვლით კურსზე მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს.

არსებული გეგმით, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვე აუქციონის წესით გაყიდის ოფციონებს 50 მილიონი ლარის ყიდვის უფლებით.

ოფციონი უფლებას აძლევს მფლობელს შეიძინოს ლარი (აშშ დოლარზე ან ევროზე გადაცვლით) მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მხოლოდ იმ დღეს, როდესაც ლარის ოფიციალური კურსი წინა 20 სამუშაო დღის საშუალო გაცვლით კურსზე მყარია.

ეს შეზღუდვა უზრუნველყოფს საერთაშორისო რეზერვების ავტომატურად შევსებას მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოფციონის მოქმედების ვადაში არც ერთ დღეს ოფიციალური გაცვლითი კურსი არ იქნა წინა 20 დღის საშუალოზე უფრო მყარი, ოფციონის მფლობელი ვერ მოახდენს მის აღსრულებას.

სავალუტო ოფციონებით მინიჭებული უფლების გამოყენებისას ვალუტის გადაცვლა მოხდება იმავე დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც წინა დღის საშუალო გაცვლითი კურსია. საქართველოს ეროვნული ბანკი დააკვირდება ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მოცულობიდან გამომდინარე, წლის კონკრეტულ თვეს დაიტოვებს უფლებას გაზარდოს ან შეამციროს აუქციონზე გასაყიდი სავალუტო ოფციონის მოცულობა.

ფაქტობრივად განხორციელებული უცხოური ვალუტის შესყიდვის მოცულობების შესახებ ინფორმაცია ყოველთვიურად, ეროვნული ბანკის ვებგვერდის სტატისტიკის განყოფილებაში გამოქვეყნდება.

"საერთაშორისო რეზერვების შევსება მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკრო-ფინანსური სტაბილურობისთვის. როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მოწმობს, ადეკვატური მოცულობის რეზერვების არსებობა ამცირებს ქვეყნის რისკიანობასა და კრიზისების ალბათობას, რაც ხელს უწყობს ქვეყნისადმი ინვესტორების ნდობის ზრდას. საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე და ღია ეკონომიკებისათვის, როგორიც საქართველოა", - აცხადებს სებ-ი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები