ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2896        EUR 3.6232        GBP 4.033        RUB 4.2168        UAH 1.1736        AZN 1.9425        AMD 6.6457      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სპეცმმართველი: ამ ტრაგედიის გამომწვევი გახლდათ CO, ანუ მხუთავი აირი
მარიამ მინაძე
31 იანვარი, 2019, 16:24
სპეცმმართველი: ამ ტრაგედიის გამომწვევი გახლდათ CO, ანუ მხუთავი აირი

თბილისი (GBC) -  შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ამ ტრაგედიის გამომწვევი გახლდათ CO, ანუ მხუთავი აირი, რომლის წარმოშობის წყარო გახლავთ არასწორად დაყენებული, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი დანადგარი, რომელიც "ყაზტრანს გაზ თბილისის" მიერ გეგმიური შემოწმების დროს იქნა დალუქული",  - განაცხადა ყაზტრანსგაზ თბილისის სპეცმმართველმა, რომელიც თბილისში იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. 

თამაზაშვილი განმარტავს, რომ "ყაზტრანსგაზს" და ნებისმიერ სხვა გამანაწილებელ კომპანიას აქვს ვალდებულება რომ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს გეგმიური რევიზია/შემოწმება და ნებისმიერი მოწყობილობა , რომელიც არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტებს, ჩახსნას და დალუქოს და ამავდროულად მიუთითოს მოქალაქეს, რომ გამოსწოროს ეს შემთხვევა.

"ვალდებულება აქვს მოქალაქეს, რომ მოვიდეს კომპანიაში და შედგეს ახალი ტექნიკური პროექტი. აღნიშულ ბინაში იყო სამი დანადგარი, გაზქურა, გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი. ასეთ შემთხვევაში კომპანია ჭრის და ლუქავს კონკრეტულ დანადგარს. ვთანხმდებით, რომ საკანონმდებლო ბაზა ამ თვალსაზრისით არის გამოსასწორებელი. გვქონდა შეხვედრა მერიაში, ეკონომიკის სამინისტროში და მარეგულირებელ კომისიაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შიდა გაზგაყვანილობაზე და მის მომსახურებაზე, უშუალოდ დანადგარებზე პასუხისმგებელია მოქალაქე, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობს", - ამბობს თამაზაშვილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები