ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქვანახშირის თბოსადგურის  პროექტი ტყიბულის შახტების ბედზეა დამოკიდებული
1 თებერვალი, 2019, 11:31
ქვანახშირის თბოსადგურის  პროექტი ტყიბულის შახტების ბედზეა დამოკიდებული

თბილისი (GBC) –   ქვანახშირის თბოსადგურის  პროექტის განხორციელება ისევ აქტიუალურია, თუმცა გარკვეულწილად მისი ბედი -  მშენებლობა/ ამუშავება  დამოკიდებულია ტყიბულის შახტების საქმიანობაზე, -  აცხადებს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის (სსეკ) გენერალური დირექტორი.

შახტებში ზაფხულში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, მოპოვება არ ხდება. ამ ეტაპზე,  მიმდინარეობს  შესწავლა, როგორ მოხდეს  ქვანახშირის უსაფრთხოდ მოპოვება.

„საუბარია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვაზე,  რომელიც გამორიცხავს ხელით მუშაობას, ბურღვა - აფეთქებით მეთოდს და შეამცირებს იმ რისკებს. ჩვენი შახტები არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული. არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შახტები -  1000 -ს მეტრზე ღრმაა რიგ შემთხვევებში, ასევე არის ძალიან დახრილი, 45%-იანი დახრით არის ნახშირის ფენა, არის გოგირდისა და მეთანის მაღალი შემცველობა, რაც აალება- აფეთქების და ინცინდენტების რისკებს ზრდის. ამ სირთულის გამო, ვერ ვახდენთ ვერც ერთი ქვეყნის მაგალითის კოპირებას, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ მოვარგოთ ჩვენ შახტებს ახალი ტექნოლოგიები. ამ შახტების მომავლზე დამოკიდებულია რეგიონი, 1500 კაცი, რომელიც იქ მუშაობს და მათ ოჯახები“, - აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.

მისი ინფორმაციით, საკითხის მოგვარებაში მთავრობაც  აქტიურად არის ჩართული.

„ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა შახტების მომავალი და ამის შემდეგ მოხდება თბოსადგურის პროექტი განხორციელება. ამ პროექტზე ახლაც მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება კონტრაქტორ კომპანია ჩინურ  Dongfang Electric Corporation -თან“, - ამბობს ვეფხვაძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები