






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC)- მინისტრობიდან წასულმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად, როგორც ჩანს, უძრავი ქონება გაყიდა.
ექს პირველი ვიცე-პრემიერის დეკლარაციაში აქტივები შემცირებულია.
2019 წლის დასაწყისისთვის დიმიტრი ქუმსიშვილი ფლობს ბინას (120 კვ.მ) თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, რომელიც 2001 წელს შეიძინა და ავტოფარეხს. მისი მეუღლის მფლობელობაშია თბილისში 2 ბინა (55/ 58 კვ.მ), ასევე დაბა წყნეთში ე.წ „ნუშის ბაღის“ ტერიტორიაზე 2 მიწის ნაკვეთი.
მოძრავ ქონებაშია 2012 წელს შეძენილი მერსედესის მარკის ავტომობილი. ქუმსიშვილს გასული პერიოდის დივიდენდის სახით 28 000 ლარი აქვს მიღებული, კიდევ 69 ათასამადე „რეშენალ სოლუშენსი საქართველოდან“ მიღებული შემოსავალია. აქ ქუმსიშვილის წილი 10%-ია.
დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2018 წელს, ექს-მინისტრმა უძრავი ქონება გაყიდა 0.532 მლნ ლარად. ასევე II რიგის მემკვიდრეს 110 000 ლარიანი ქონება აჩუქა.
დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს 2006 წელს ნაყიდი ბინა ჟიული შარტავას ქუჩაზე, ასევე ლამისყანაში მემკვიდრეობით მიღებულის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, ჯიქიას ქუჩაზე ბინა (91 კვ.მ), რომელიც მან 2014 წელს იყიდა, ასევე თეთრიწყაროში საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთები.
ექს-მინისტრს 200 000 დოლარი აქვს გასესხებული, ვალდებულების შესრულებამდე.
როგორც იცით, დიმიტრი ქუმსიშვილმა კარიერა კომპანია „სინერჯი კაპიტალში“ გააგრძელა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა. ის ყოველთვის კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა. ბოლოს ქუმსიშივლი პირველი ვიცე პრემიერის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტებს იკავებდა.