






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - ექს -პრემიერის შვილი "საქართველოს ბანკის" აქციონერი გახდა.
გიორგი კვირიკაშვილის შვილმა, ნინო კვირიკაშვილმა, გასულ წელს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკიდან ხელფასის სახით 400 აქცია მიიღო. ამ დროსათვის თითო აქციის ფასი 15.91 ფუნტია. თუმცა აქვს თუ არა მას აქციების უკვე განკარგვის უფლება, უცნობია.
ნინო კვირიკაშვილისთვის 2018 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. 2018 წლის აპრილამდე, ნინო „საქართველის ბანკში“ საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე მუშაობდა, აპრილ -მაისში უფროს ოფიცრად დაწინაურდა, შემდეგ საქმიანობა ასევე უფროს საინვესტიციო ოფიცრად გააგრძელა „საქართველოს კაპიტალში“. 1 სექტემბრიდან კი, m2-ში ბიზნესის განვითარების მიმართულებით დირექტორის მოადგილე გახდა.
თავად კვირიკაშვილმა კი, პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, სექტემბრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში დაიწყო საქმიანობა და საერთაშორისო მრჩევლის პოზიცია დაიკავა. 6 სექტემბრიდან წლის ბოლომდე მისი შემოსავალი 30 000 ევრომდე იყო.
მთავრობის ექს- მეთაურის აქტივები ბინას, სახლს, აგარაკს და ორ მიწის ნაკვეთს მოიცავს. ყველაფერი 2006-2010 წლებში შეძენილი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ოჯახს აფიშირებას ყოველთვის ერიდებოდა. მას მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს.