







თბილისი (GBC) - Ke Gusto-ს (იტალ. რა გემრიელია) დამფუძნებელი თამარ ზურიაშვილი ახალი სანაყინეს გახსნაზე აცხადებს, რომელიც თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
Ke Gusto იტალიური 5 წლიანი ფრენჩაიზია, რომელიც საქართველოსთან ერთად სომხეთს და აზერბაიჯანს ფარავს.
ზურიაშვილის განცხადებით, იტალიის შემდეგ, ფრენჩაიზი მალტაში გაიხსნა, შემდგომ კი საქართველოში. მას მოყვა საფრანგეთი, ახლა კი ფრენჩაიზი გერმანიაში იხსნება და არსებობს ინტერესი დიდ ბრიტანეთშიც გახსნაზე.
მისივე განცხადებით, სანაყინე მომხმარებელს ულაქტოზო ნაყინს სთავაზობს. ასორტიმენტშია 4 სახეობის gluten free იოგურტის ნაყინი და დაემატება იოგურტის ხილის ნაყინი.
რაც შეეხება ჩვეულებრივ ნაყინს, წარმოდგენილია 18 სახეობის ნაყინი. სანაყინეში არის უშაქრო ნაყინიც, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულებს 0 კალორიას სთავაზობს.
პროდუქცია ასევე ე.წ No OGM, ანუ არაგენმოდიფიცირებულია.
საქმიანი ქალბატონი ამბობს, რომ ბიზნეს მოდელს ზაფხულისთვის დატესტავენ და შესაძლებელია 42 სახეობის ნაყინის დამზადება.
ბიზნეს მოდელი სანაყინის ქსელურად განვითარებასაც განიხილავს.