ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6935        EUR 3.0291        GBP 3.5021        RUB 4.2126        UAH 1.0037        AZN 1.5843        AMD 5.5801      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Green Energy-ი კახეთში 5 მეგავატიან მზის ელექტროსადგურს ააშენებს
6 თებერვალი, 2019, 14:30
Green Energy-ი კახეთში 5 მეგავატიან მზის ელექტროსადგურს ააშენებს

თბილისი (GBC) -  კომპანია Green Energy-ი კახეთში, ხაშმის ტერიტორიაზე 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

როგორც GBC -სთან კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განაცხადა, უკვე მიმდინარეობს პროექტირება და დაფინანსების მოძიება.

საკუთარ კაპიტალთან ერთად, განიხილება პროექტში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვაც, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლუქსემბურგულ ფონდთან.

მზის ელექტროსადგურის ასაშენებლად დაახლოებით 3.5 მლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.

„დავიწყეთ 5 მეგავატიანი სადგურის პროექტირება, რომელიც ჩაერთვება თავისუფალ ვაჭრობაში. საკმაოდ დიდია ინტერესი მზის სადგურებზე. ვეძებთ ინსტიტუტს, რომელიც პროექტს დააფინანსებს“, - ამბობს  დავით შვანგირაძე და აღნიშნავს, რომ დაინტერესება არის, როგორც კერძო ინვესტორების, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების და ქართული ბანკების მხრიდანაც, რომელთანაც პირველი შეხვედრები უკვე შედგა.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ განხორციელების ვადა დაფინანსებაზე დამოკიდებული. სურვილია სადგურის მშენებლობა წელსვე დასრულდეს, თუმცა რეალობის გათვალისწინებით, ფიქრობს, სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანა 2020 წელს მოხდება.

დავით შვანგირაძე ამბობს, რომ საუბარი მზის ენერგიის სიძვირეზე აქტუალური აღარ არის. ნეტო აღრიცხვის სისტემის შემოღების შემდეგ,  მზის მიკროსადგურების დამონტაჟება აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, მზის სადგური დამონტაჟებულია თელავში ბიზნესცენტრზე, თბილისში კამელიელთა კლინიკაზე (32 კილოვატი) , სასტუმროზე თბილისში (27 კილოვატი) და სხვ. 

განიხილება ბათუმში სამაცივრე მეურნეობასა და ქუთაისში სასაკლაოზე მზის სადგურების დამონტაჟება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები