ოქრო NYMEX(უნც.)  1.314.75  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  808.40  -0.66%    |    ვერცხლი (უნც.)  15.742  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  1.363.30  -1.35%    |    ნიკელი (ტონა)  12.525.00  -0.38%    |    ალუმინი (ტონა)  1.869.50  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.86  -0.39%    |    გაზი(NYMEX)  2.668  +1.95%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.73  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -1.82%    |    ხორბალი (ტონა)  515.88  -0.31%    |   
 USD 2.6413        EUR 2.9791        GBP 3.3851        RUB 3.9608        UAH 0.9701        AZN 1.5583        AMD 5.4181      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფოთის გემთსაშენის ექს- მენეჯმენტი Damen Shipyards-ის მიერ საქართველოთი  დაინტერესებას ეხმაურება
7 თებერვალი, 2019, 12:10
ფოთის გემთსაშენის ექს- მენეჯმენტი Damen Shipyards-ის მიერ საქართველოთი  დაინტერესებას ეხმაურება

თბილისი (GBC) – ფოთის გემთსაშენის ყოფილი მენეჯმენტი ნიდერლანდური Damen Shipyards -ის საქართველოთი დაინტერესებას და აქ გემთმშენებელი ქარხნის პროექტით დაინტერესებას ეხმაურება.

კომპანიის ექს- წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამანქანათმშენებლო დარგების, მათ შორის გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების განვითარება და ვფიქრობთ, რომ ეს თავიდან ბოლომდე აქვს გააზრებული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, დღეს, გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების აღორძინებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჭირდება, რაც იოლი არ არის.

ექს-მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს და იხსენებს, რომ Damen Shipyards-ის საქართველოსთან მუშაობის ისტორია, წელს არ  დაწყებულია და ჰოლანდიურ საწარმოს, 2004-2006 წ.წ. აქტიური ურთიერთობები ქონდა იმ პერიოდში, საქართველოში არსებულ ანალოგიური პროფილის საწარმოსთან - ს.ს. „ფოთის გემთსაშენთან“.

„2005 წლის 22 სექტემბერს, ს.ს. „ფოთის გემთსაშენსა“ და Damen Shipyards-ს შორის გაფორმდა ორი კონტრაქტი, რომელთა თანახმად, საქართველოში, აღნიშნული კომპანიის დაკვეთით, უნდა აშენებულიყო ორი ერთეული, სამდინარო-საზღვაო ტიპის, მშრალტვირთმზიდი 87,5 მ სიგრძის გემი (მოდელი: Damen Combi Coaster 2500). კონტრაქტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჰოლანდიურო მხარე მზად იყო საქართველოში დაეკვეთა იმდენი ერთეული ასეთი გემი, რამდენის აშენებესაც, საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეძლებდა ს.ს. „ფოთის გემთსაშენი“.

ქართული მხარე, სერიოზულად მოემზადა ასეთი მნიშვნელოვანი კონტრაქტის შესასრულებლად: საწარმოში დამატებით მოხდა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც მოხმარდა ქარხნის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადაიარაღებას, საწარმოს მენეჯმენტი დაკომპლექტდა უცხოეთიდან მოწვეული მაღალი პროფესიონალური დონის მქონე სპაეციალისტებით, მოხდა ადგილობრივი კადრების შერჩევა და ტრეინინგი და სხვა.

კონტრაქტების ხელმოწერა, საზეიმო ვითარებაში გაიმართა თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში და ამ ცერემონიალს ესწრებოდნენ მაშინდალი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.

თუმცა, რაც შემდეგ მოხდა, არ იყო უცხო მაშინდელი ქართული რეალობისთვის: კონტრაქტების ხელმოწრიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ 2005 წლის დეკემბერში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენში“ შევარდა ფინანსური პოლიცია. როგორც სხვაგან ხდებოდა, აქაც მოხდა ოთხი თანამდებობის პირის დაპატიმრება და დაიწყო ინვესტორისთვის ქარხნის ჩამორთმევის პროცედურები. ასეთ პირობებში, მოწვეულმა უცხოელმა მენეჯერებმა, სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენმა“, Damen Shipyards-ის კონტრაქტების შესრულება ვეღარ შეძლო. სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ დროს მიღებული პრაქტიკის თანახმად, საწარმოს მფლობებებს, რანდენიმე მილიონი გადაახდევინეს სრულიად უკანონოდ და თანხის გადახდის შემდეგ, გაანთავისუფლეს დაპატიმრებული პირები.

თუმცა, ამ პროცესებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქარხნის ნავმისადგომები, სხვა, მათთვის მისაღებ კომპანიას გადასცეს, რითაც საწარმოს, გაუუქმეს ზღვაზე გასასვლელი, და ამით, საბოლოო წერტილი დაუსვეს საქართველოში გემთმშენებლობის და გემთშეკეთების არსებობას. ასეთი მიზანი და აზრები, შესაძლებელია დაბადებულიყო მხოლოდ ქვეყნისთვის მტრულად განწყობილ, ავადმყოფურ ტვინში...

აღნიშნული უკანონობის შესახებ, ახალი ხელისუფლების მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პირობებში, ს.ს. „ფოთის გემთსაშენის“ მაშინდელმა მფლობელებმა, საჩივარი შეიტანეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა ანალოგიური საჩივარი, ესეც თაროზე არის შემოდებული უკვე მერემდენე წელიწადი...

რა თქმა უნდა, არავის დაუსჯია დამნაშავეები, რომლებმაც გარდა კერძო ბიზნესზე ზეწოლის და ფულის გამოძალვისა, ქვეყანას მრავალი წლით დაუკარგეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის გავითარების პერპექტივა.

დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამანქანათმშენებლო დარგების, მათ შორის გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების განვითარება და ვფიქრობთ, რომ ეს თავიდან ბოლომდე აქვს გააზრებული საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, დღეს, გემთმშენებლობისა და გემთშეკეთების აღორძინებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჭირდება, რაც იოლი არ არის.

 ჩვენი მხრიდან გვინდა ვუსურვოთ წარმატებები: რამდენიმე ასეთი საწარმოს შექმნა და ამუშავება, ხომ სუნთქვას დააწყებინებს ქვეყნის ეკონომიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   
სპონსორები