ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9466        EUR 3.269        GBP 3.8683        RUB 4.6218        UAH 1.2422        AZN 1.7377        AMD 6.167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სპილოუს პროდუქცია ლონდონსა და ლიბანში გაიყიდება
მარიამ მინაძე
7 თებერვალი, 2019, 15:36
სპილოუს  პროდუქცია ლონდონსა და ლიბანში გაიყიდება

თბილისი (GBC) - საბავშვო ტანსაცმლის ქართული კომპანია „სპილოუ“ დიდ ბრიტანეთსა და ლიბანში ექსპორტს იწყებს.

კომპანიამ შეკვეთები ლონდონიდან და ლიბანიდან საერთაშორისო გამოფენა Playtime Paris-ში მონაწილეობის შედეგად მიიღი.

“სპილოუს” დამფუძნებელი ტასო ჯაფარიძე GBC -სთან აღნიშნავს, რომ კომპანიამ მონაწილეობა მსგავს გამოფენაში პირველად მიიღო და პირველივე ჯერზე დიდი ინტერესი დაიმსახურა.

კომპანია უახლოეს დღეებში კი ხელშეკრულება ჩინურ მხარესთანაც  გააფორმებს.  ინტერესი გამოთქვეს გერმანულმა და ამერიკულმა კომპანიებმაც.

“როგორც წესი, მსგავს გამოფენებზე კონტაქტები იცვლება და შემდგომ ხდება თანამშრომლობის დაწყება. პირველივე მონაწილეობა ჩვენთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა დიდი პარტიები, სამომავლოდ კვლავ განვაგრძობთ მონაწილეობას მსგავს გამოფენებში, რათა გაიზარდოს ჩვენი პრპდუქციის რეალიზაცია და მეტმა ქვეყანამ და კომპანიამ გაგვიცნოს”, - აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, საწარმო 2016 წლიდან მუშაობს და პროდუქცია  „გალერია თბილისშია“ წარმოდგენილი,  ასევე მუშაობს ონლაინ პლატფორმაც.

“ამ ეტაპზე არსებულ მოთხოვნას ვუმკლავდებით, თუმცა თუკი მსგავსი შეკვეთები უფრო და უფრო გაიზრდება, ან გავფართოვდებით, ან მესამე მხარეს - პარტნიორ სამკერვალოებს ვთხოვთ დახმარებას”, - აღნიშნავს “სპილოუს” დამფუძნებელი.

ჯაფარიძე ასევე 2019-2020 წლების საბავშვო მოდის მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს. კერძოდ, გამოფენაზე შეირჩა სამი მიმართულების ტრენდი, მათ შორის კი საბავშვო - Creative Gang-ის ფარგლებში, საგამოფენო დარბაზის ცენტრს სწორედ სპილოუს “ჰუდში” გამოწყობილი მანეკენი ამშვენებდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები