ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9225        EUR 3.2434        GBP 3.5421        RUB 4.3709        UAH 1.1604        AZN 1.7153        AMD 6.1462      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იანვარში სურსათზე გლობალურმა ფასების ინდექსმა მოიმატა
7 თებერვალი, 2019, 23:06
იანვარში სურსათზე გლობალურმა ფასების ინდექსმა მოიმატა

თბილისი (GBC) - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - იანვრის თვეში მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა და 164.8 ერთეული შეადგინა. აღნიშნული 2018 წლის ბოლო თვის მაჩვენებელთან შედარებით 1.8% მეტია, თუმცა,  იმავე წლის იანვრის თვესთან შედარებით 2.2%-თ ნაკლები.

მიუხედავად მსოფლიოში გაზრდილი სამომხმარებლო მოთხოვნისა და მიწოდების სინაკლებისა, იანვრის თვეში FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასები სტაბილურობით გამოირჩეოდა და საშუალოდ 168.1 ერთეულს მიაღწია.

დეკემებრის მსგავსად, იანვარშიც შენარჩუნდა მცენარეული ზეთზე ფასის ზრდის ტენდენცია - ნამატმა 4.3% შეადგინა. აღნიშნულის მთავარ მიზეზს, პალმის ზეთის მწარმოებელ ქვეყნებში პროდუცქიის წარმოების ოდენობის სეზონური კლება წარმოადგენდა. მსგავსი ტენდენციით ხასიათდებოდა სოიოს ზეთის ფასიც, რაც მეტწილად ექსპორტზე მოთხოვნის ზრდით იყო გამოწვეული. 

იავარში გაზრდილია სასურსათო კალათის კიდევ ერთი პროდუქტის - რძის საერთაშორისო ფასიც - ზრდამ 7.2% შეადგინა. მატების მთავარი მიზეზი, პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა (ძირითადად ევროპაში) და თავად პროდუქტის სიმცირეა, რაც რძის სეზონურობასთანაა დაკავშირებული.

დეკემბრის თვიდან თითქმის არ შეცვლილა, FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი. მაშინ, როცა ღორის, საქონლისა და ქათმის ხორცის ფასები უცვლელი დარჩა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ცხვრის ხორცის ფასი, რაც ოკეანიის ქვეყნებიდან გაზრდილი მოწოდებით იყო ნაკარნახევი.  

რაც შეეხება შაქარს, შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებლი ქვეყნის, ბრაზილიის, ვალუტის გამყარებამ დოლართან მიმართებით, იანვრის თვეში, FAO-ს გლობალური შაქრის ფასის 1.3%-ით გაზრდა გამოიწვია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები