ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9607        EUR 3.2855        GBP 3.6878        RUB 4.6066        UAH 1.1944        AZN 1.7415        AMD 6.2069      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტის დაფინანსებისთვის კრედიტორები სახელმწიფოს თავდებობას ითხოვენ
8 თებერვალი, 2019, 15:45
ანაკლიის პორტის დაფინანსებისთვის კრედიტორები სახელმწიფოს თავდებობას ითხოვენ

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა  და მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.  

საკითხზე  მთავრობის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" წარმომადგენლების შეხვედრაზე იმსჯელეს

სამმხრივ შეხვედრაზე  მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები განიხილეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე - პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

"მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც იცით, პორტის ინვესტორი კომპანიის ცნობით, ანაკლიის პორტის კაპიტალი სრულად შეივსო - პროექტში DEG და FMO ჩაერთვნენ. 

პორტის ინვესტორი კომპანიის ცნობით, გერმანიის განვითარების ბანკს (DEG), ნიდერლანდების განვითარების ბანკს  (FMO) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.   

 

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები