ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა შარშან 1 მილიონის უძრავი ქონება იყიდა
ნინო შუბითიძე    
8 თებერვალი, 2019, 19:48
ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა შარშან 1 მილიონის უძრავი ქონება იყიდა

თბილისი (GBC) -  ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს, უძრავ ქონებაში  ₾ 1 მილიონი ლარი დააბანდა.  გასულ წელს კანონმდებელმა და მისი ოჯახის წევრებმა USD 382 000  ღირებულების ქონება შეიძინეს ($1/2.65 ლარი), რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი.

პარლამენტის წევრის  ბოლო დეკლარაციის თანახმად, მის  ოჯახში, მის გარდა,  5 წევრია მშობლები, მეუღლე და 2 შვილი.

2018 წელს, ზაქარია ქუცნაშვილმა დეკლარაციაში $271 000 -ად  2 ბინის,  სარდაფის, ანტრესოლის და სხვენის შეძენაზე მიუთითა. თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე. ქონების ნაწილი 230 000 დოლარის ღირებულების,10 წლიანი იპოთეკით, 40 000 დოლარიანი ბინა კი, განვადებით არის შეძენილი.

მისმა მეუღლემ 35 000 დოლარად სტეფანწმინდაში მიწის შეიძინა. მამამ კი, 76 000 -ად ბინა. შეძენა იპოთეკური სესხით და პირადი სახსრებით მოხდა.

ოჯახის მფლობელობაშია სხვადასხვა წლებში შეძენილი 9 მიწის ნაკვეთი, მათი ნაწილი თანამფლობელობაშია, ნაწილი ფაქტობრივ მფლობელობაში, ასევე თანამფლობელობაშია 1 არასაცხოვრებელი ფართი. მის გარდა ოჯახი კიდევ 2 ფართს,  ასევე 1 ბინას და 2 საცხოვრებელ სახლს.

პარლამენტის წევრის წლიური სახელფასო შემოსავალი 56 835 ლარია. მისი მამის (ჯეოინჟინერინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გაზის და ნავთობისს კორპორაციის საბჭოს წევრი) 82 818  ლარი, ასევე შპს ჯეოინჟინერინგიდან  მიღებული აქვს 106 184,21 ლარი. მისი  მეუღლის შემოსავალი 109 140  ლარია, რომელიც  „ნიტა ფროქიურმენტ გრუპში“ (დირექტორი), „მთის ფარმასა“ (დირექტორი) და ქ ენდ ქ კონსალტინგში (მარკეტინგის მენეჯერი) გამოიმუშავა.

ოჯახის შემოსავლებშია უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული სახსრებიც.

დეკლარაცია იხილეთ: https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/116212 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები