ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9275        EUR 3.2445        GBP 3.5385        RUB 4.3846        UAH 1.1645        AZN 1.724        AMD 6.1567      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ალდაგი თხილის მწარმოებელებს დარგში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს
11 თებერვალი, 2019, 15:34
ალდაგი თხილის მწარმოებელებს დარგში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს

თბილისი (GBC) - საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით, ზუგდიდში, თხილის მწარმოებელთა მესამე კონფერენენცია გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანს, ფერმერებისა და თხილის სექტორში დასაქმებული პირებიისთვის თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მუშაობისა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენს. ღონისძიებაზე ასევე თხილის სფეროში, მსოფლიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

კონფერენციას დაესწრება ასოციაციის წევრი 300 ლიდერი  ფერმერი, რომლებიც წარმოადგენენ ფერმერთა 150 სხვადასხვა ჯგუფს თხილის მწარმოებელი რეგიონებიდან.  მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ უახლეს ინფორმაციებს თხილის დარგში არსებულ ისეთ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მავნებლებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება,  შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები, აგროდაზღვევა და სხვა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას. დღეისთვის აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში: გაცემულია 81,453 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰექტარს. ჯამში დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი. ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა. 2014-2018 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,128,721 მლნ. ლარი შეადგინა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები