ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3119        EUR 4.0107        GBP 4.4426        RUB 4.4084        UAH 1.1685        AZN 1.9482        AMD 6.492      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ფინანსურად რთული წელი - British American Tobacco –მ ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა
14 თებერვალი, 2019, 19:09
ფინანსურად რთული წელი - British American Tobacco –მ  ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა

თბილისი (GBC)თამბაქოს მწარმოებელი  გლობალური  კომპანიBritish American Tobacco -მ საქართველოში საქმიანობის პირველი ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა.

რეგულაციების ფონზე 2017 წელს კომპანიამ ფინანსური თვალსაზრისით რთული წელი უწოდა, თუმცა მიიჩნევდა, რომ 2018 -ში პოზიტიურ ტრენდს მიაღწევდა. მიაღწია თუ არა ამ მიზანს კომპანიამ მალე გახდება ცნობილი, მანამდე 2017 წლის ფინანსურ ანგარიშს გავეცნოთ.

 იმ დროს, როცა მისმა კონკურენტ  Philip Morris-მა   ამონაგების  63%-იან ზრდასა (138.99 მლნ) და წლიური მოგების 30.5 მლნ ლარამდე ზრდაზე  (+9%) განაცხადა, British American Tobacco-მ ზარალი აჩვენა. 2017 წელს კომპანიას 4.92 მლნ ლარის სრული ზარალი ჰქონდა, იმ ფონზე როცა რეალიზაციიდან შემოსავალმა 215.68 მლნ ლარი იყო, თვითღირებულების გამოკლებით მოგება 23 მილიონს აღემატებოდა. თუმცა კომპანიას საკმაოდ მაღალი ჰქონდა „სხვა საოპერაციო ხარჯი“, ჯამში 20 მილიონის ოდენობით.  მათ შორის, 5.8 მილიონზე მეტი სარეკლამო და მარკეტინგულ ხარჯებს შეადგენდა.

ბრიტანული ამერიკული თამბაქოს გლობალური  პორტფელი მოიცავს შემდეგ სიგარეტის ბრენდებს: Dunhill, Kent, Lucky Strike, Rothmans და  Pall Mall აქედან ოთხი (Kent, Lucky Strike, Rothmans & Pall Mall), წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ფასთა შორის სხვაობის ზრდამ გავლენა მოახდინა მოთხოვნის ფორმირებაზე. თუ 2015 წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. კლებადია ტრენდი ფილტრიანი სიგარეტის მოხმარებაზე. 2015 წლის 450-460 მილიონი კოლოფიდან მოხმარება 2017 წლისთვის 318 მილიონამდე შემცირდა.

ასევე არის კონტრაბანდის მცდელობები, თუმცა როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი საბაჟო კონტროლისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის პირობებში თამბაქოს ბაზარზე კონტრაბანდული პროდუქციის შემოდინება და უკანონო ვაჭრობა მინიმალურ დონეზეა დაყვანილი

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოში სიგარეტის იმპორტი, განბაჟება და ბითუმად გაყიდვა.

კომპანიის საბოლოო მშობელი კომპანიაა British American Tobacco PLC. ეს უკანასკნელი ლონდონის საფონდო ბირჟის წევრია, დაფუძნებულია და მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში.

ბრიტანული ამერიკული თამბაქო წარმოდგენილია მსოფლიოს 200 ქვეყანაში

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები