ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6816        EUR 3.0439        GBP 3.5499        RUB 4.1689        UAH 0.9865        AZN 1.5777        AMD 5.5166      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი დავას წყვეტს და სებ-ს დაწესებულ 1 მილიონს გადაიხდის
21 თებერვალი, 2019, 11:09
თიბისი დავას წყვეტს და  სებ-ს დაწესებულ 1 მილიონს გადაიხდის

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკთან ყველა სახის სასამართლო დავას წყვეტს და დაწესებულ 1 მილიონ დოლარსაც გადაიხდის, - გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებმა მიიღეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თიბისი ბანკი გააგრძელებს სებ-თან თანამშრომლობას, ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, რათა არ გაჩნდეს რაიმე სახის კითხვები მესამე მხარის მხრიდან. 

თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის როგორც კვალიფიციური მარეგუილირებლის როლს და აცხადებს, რომ  იგი განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას, რომლის თანახმადაც დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებან  წარმოდგენილი სს "თიბისი ბანკის" საზედამხედველო საბჭოში. ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  შეინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს, TBC BANK GROUP  PLC- ში. 

თავის მხრივ, ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ინვესტორთა ნდობას.

ასევე სებ-ი აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი არის ქვეყნის და რეგიონის წამყვანი ბანკი და ჰყავს მაღალკვალიფიციური აღმასრულებელი მენეჯმენტი.

 როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა 2007-08 წლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ტრანზაქციაში ბანკის დამფუძნებელების მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი დაინახა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები