ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9776        EUR 3.2956        GBP 3.8444        RUB 4.6553        UAH 1.2307        AZN 1.7543        AMD 6.2437      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ლაურა ღაჭავა: მთავრობამ სამკერვალო ქარხანა გამიჩერა და Samsung-თან ხელშეკრულებაც შეჩერდა
მარიამ მინაძე
28 თებერვალი, 2019, 15:41
ლაურა ღაჭავა: მთავრობამ სამკერვალო ქარხანა გამიჩერა და Samsung-თან ხელშეკრულებაც შეჩერდა

თბილისი (GBC) - ბიზნესლედი ლაურა ღაჭავა GBC-სთან სამკერვალო ქარხნის დახურვაზე აცხადებს, რის შედეგადაც 250 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.  მიზეზად ღაჭავა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ასახელებს.

კერძოდ, მისი თქმით, ჯერ კიდევ დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში მუხრან ბაგრატიონს სასათბურე პირობები შეუქმნეს. მან  პროექტ „დამზადებულია საქართველოში“ ფარგლებში, აიღო სესხი აიღო, რომელსაც 2 წელი არ ემსახურება, შემოიყვანა ბალტიისპირეთიდან ინვესტორები და მათ გადაიბირეს მთავარი დამკვეთი  „მონკლერი“

“ახლა მოდაში კალაძე, ბაგრატიონი და სხვები არიან, ნაცვლად იმისა, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალ ბიზნესმენს ხელი შეუწყონ, პირიქით ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დაახლოებით 12 მილიონი სესხი მაქვს აღებული სწორედ ამ ქარხნის გამო და 3.5 მილიონი კიდევ გადასახდელი მაქვს თიბისი ბანკისთვის, ახლა კი ჰაერში ვარ”, - აცხადებს ლაურა ღაჭავა.

მისივე თქმით, მოკლერი მისი ყველაზე მსხვილი დამკვეთი იყო, სხვა კონტრაქტები კი ხარჯებსაც ვერ ფარავდა. უწევდა მკერავების ტრანსპორტირების, კვების, დაზღვევის უზრუნველყოფა-  “7 წელია ქარხანა მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ინვესტიცია მუდმივად უკან ბრუნდებოდა”.

ღაჭავას თქმით, ამ ფაქტის გამო გაოგნებულები არიან მისი პარტნიორებიც, მათ შორის გერმანელი  და პოლონელი დამკვეთები, რომლებისგან ახალი შეკვეთის მიღებას ელოდა, თუმცა მათ საქართველოში ვიზიტი გადადეს, რასაც თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

“ახალ მინისტრთან შეხვედრა არ მქონია, რა აზრი აქვს. ვფიქრობ და სამწუხაროდ გამოსავალს ვერ ვპოულობ”, - აღნიშნავს ბიზნეს ქალბატონი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები