GE EN
სხვა სიახლეები
მთავრობამ ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილ...

ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის  სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას.აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც გეგმის შესაბამისად ხორციელდება.

1710826790

როგორ დაეხმარა საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი „კენარს“ გა...

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ბიზნეს მენეჯერიდან ძალიან მარტივია, რადგან სასურველ აუდიტორიას თუ სასაჩუქრე ბარათის ვადებს თავად ირჩევთ. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათს შეიძენს, თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ.კენარი ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც მომხმარებლებს ციფრული სასაჩუქრე ბარათები შესთავაზა და საქართველოს ბანკის ახალი ფუნქციონალიც გამოცადა. იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნამ გაყიდვებზე, კენარის შესყიდვების მენეჯერი, ნიკოლოზ ჯავახია, საუბრობს."საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი მარტივი და კომფორტული გზაა იმისთვის, რომ სასაჩუქრე ბარათები შეიძინონ. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ამ პროდუქტის პრეზენტაციის მოსმენისთანავე გადავწყვიტეთ და საკმაო წარმატებითაც მუშაობს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კენარის სასაჩუქრე ბარათები კიდევ უფრო მარტივად შეიძინონ, ჩვენ კი შევძელით, რომ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაცია ახალ აუდიტორიას მივაწოდოთ. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ სასაჩუქრე ბარათების საქართველოს ბანკის აპლიკაციიდან შეძენა და სასურველი პირისთვის ჩუქება. ამ თვალსაზრისით, ეს პროდუქტი საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია", — ამბობს ნიკოლოზ ჯავახია.სასაჩუქრე ბარათის შექმნის შემდეგ, ბიზნეს მენეჯერიდან ანალიტიკისთვის თვალის დევნებაც შეგიძლიათ. კერძოდ, ზუსტად გეცოდინებათ რამდენი და რა მოცულობის ვაუჩერები გაიყიდა, რამდენს შეადგენს ჯამური რეალიზაცია, რომელია ყველაზე პოპულარული სასაჩუქრე ბარათი და ა.შ. ასევე, სასაჩუქრე ბარათის შექმნით, ახალი მომხმარებლების მოზიდვა და უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლაც შესაძლებელია, რაზეც კენარის მაგალითიც მეტყველებს."სათვალე აქსესუარია, რომელიც ბევრისთვის ძალიან სასურველ საჩუქარს წარმოადგენს. შესაბამისად, მუდმივად წარმატებით ვყიდდით ჩვენს სასაჩუქრე ვაუჩერებს და რასაკვირველია, ბარათის ციფრული ვერსიის შექმნამ ეს კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადა და შედეგად, ეს პროდუქტი ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად შემოსავლიანი გახდა. ანალიტიკის მიხედვით, ამ პროდუქტით სარგებლობენ როგორც ჩვენი ერთგული, ისე ახალი მომხმარებლებიც. შედეგი ნამდვილად სასიხარულოა, რადგან ინტერესი ჩვენი ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერის მიმართ საკმაოდ დიდია. უნიკალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდასთან ერთად მოხარულები ვართ იმითაც, რომ რამდენიმე ერთგული მყიდველი უკვე ახალ პლატფორმაზეც გავიჩინეთ და სამომავლოდ კიდევ უკეთესი შედეგების მოლოდინი გვაქვს", — აღნიშნა ნიკოლოზ ჯავახიამ.ბიზნეს მენეჯერიდან ანალიტიკის ნახვა და თქვენი ბიზნესის გაყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასე რომ, ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნამდე მომხმარებელთა აქტივობასა და ინტერესებს შეგიძლიათ გაეცნოთ და ბარათის ვადებისა თუ თანხის ლიმიტის შესახებ გადაწყვეტილება ასე მიიღოთ. ციფრული ბარათის შექმნის შემდეგ კი, კონკრეტულად ამ პროდუქტის შედეგებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და ბიზნესის განვითარების სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებისას გაითვალისწინოთ. როგორც ნიკოლოზ ჯავახია აღნიშნავს, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს, მათ შორის, ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკას კენარიც ხშირად იყენებს."ჩვენ მუდამ ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, იქნება ეს ახალი პროდუქტების, სერვისების თუ შეთავაზებების მიმართულებით. როგორც იცით, საქართველოში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ მოწინავე ბრენდს და ჩვენი სერვისების ხარისხიც ყოველთვის მაღალ დონეზეა. თუმცა მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, რისთვისაც ბევრ სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად საქართველოს ბანკის ციფრულ არხებს ხშირად ვიყენებთ. მაგალითად, ბიზნეს მენეჯერის ანალიტიკის საშუალებით, მუდმივად გვაქვს სრული ინფორმაცია მომხმარებლების აქტივობის შესახებ, რისი მეშვეობითაც კონკრეტული დროის მონაკვეთში მათ ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების დაგეგმვა ყოველთვის შეგვიძლია. საქართველოს ბანკთან ეფექტური თანამშრომლობის მაგალითია ციფრული სასაჩუქრე ბარათიც, რომელიც შედარებით ახალი პროდუქტია, თუმცა მოკლე ხანში უკვე აჩვენა შედეგები და სამომავლო ზრდის პოტენციალი", — თქვა ნიკოლოზ ჯავახიამ.თქვენი ბიზნესის ციფრული სასაჩუქრე ბარათის შესაქმნელად ესტუმრეთ ბიზნეს მენეჯერს ამ ბმულით.

1710770101

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს

მხარეებმა ბრიფინგზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს. ვიზიტი სფფ-ის IV მუხლის დებულების ფარგლებში გაიმართა.როგორც ბრიფინგზე სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ განაცხადა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაშიც თავის წვლილს შეიტანს რეალური ხელფასისა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებლები.„2023 წელს საქართველოში ინფლაცია მკვეთრად შემცირდა, რასაც ხელი შეუწყო ლარის გამყარებამ, დაბალმა სამომხმარებლო ფასებმა და მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ. მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ 4%-ს მიაღწევს", - განაცხადა სუბირ ლილიმ.ბრიფინგზე გამოვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს პროდუქტიული შეხვედრებისა და განხილვებისთვის. მისივე განცხადებით, ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.„აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება.  2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ დონეზე ნაკლებია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციის კლებადი ტენდენცია და დაბალი ინფლაციური მოლოდინები განაპირობებს. ამან მოგვცა საშუალება ეტაპობრივად დაგვეწყო გამოსვლა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან. სებ-მა ჯამურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.ნათია თურნავამ ასევე შეაფასა არსებული გეოპოლიტიკური რისკები და გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებადობის არაპროგნოზირებადობა. გამოწვევებზე საუბრისას სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალ დედოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას.„ამ მხრივ გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება -  დოლარიზაცია შემცირდა დეპოზიტების მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტივია. თუმცა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც აღინიშნება კიდეც საერთაშორისო სარეიტინგო  სააგენტოების მხრიდან და ეს გვაძლევს საფუძველს, კვლავ გავაგრძელოთ დედოლარიზაციის პოლიტიკის გატარება, რომლის მთავარი მიზანი შესაძლო სავალუტო რისკებისგან არაჰეჯირებული მსესხებლების დაცვაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ბოლო მიღებული გადაწყვეტილება  - დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნა დაუწესა რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა", - განაცხადა ბრიფინგზე ნათია თურნავამ.მან ასევე ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლიდან საბანკო სექტორმა სრულად აღიდგინა პანდემიისას გამოყენებული ბუფერები და სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს.„გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც, უმოქმედო სესხების დონე ბოლო ათწლეულების მინიმუმზეა. შემცირებული საკრედიტო დანაკარგების ფონზე, 2023 წელი ბანკებისთვის კვლავ პოზიტიური იყო მომგებიანობის კუთხით. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინებით, გაზრდილია საბანკო სექტორის მდგრადობა შოკების მიმართ და ამას ადასტურებს სტრეს-ტესტის შედეგებიც. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება და  ეტაპობრივად იხურება სესხების მშპ-სთან ფარდობის უარყოფითი გეპი. ამასთან, სესხის ზრდის ძირითადი კონტრიბუტორი ბიზნეს დაკრედიტებაა, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

1710768990

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თორნიკე  საქართველოს ბანკს წამყვანი  კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 წლიანი კარიერის განმავლობაში  კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, ის იყო კორპორაციული რეაბილიტაციის  სამსახურისა და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.საქართველოს ბანკში მოსვლამდე თორნიკე 3 წელი KPMG-ის თბილისის ოფისში მუშაობდა.თორნიკეს განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლაში. მას ბაკალავრის ხარისხი მიღებული  აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში. 

1710765780

წნორში ბაზისბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა

ბაზისბანკის განახლებული ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს:- საუკეთესო პირობებს ბიზნეს სესხებზე- შეღავათიან აგრო სესხებს მეურნეობის განვითარებისთვის- საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს ბიზნესისთვის- ვალუტის საუკეთესო კურსებს- ანაბრების მრავალფეროვან არჩევანს მაღალი საპროცენტო სარგებლით- საუკეთესო შეთავაზებებს სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ფიზიკური პირებისთვის- საერთაშორისო და ადგილობრივი ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობას- კომუნალური და სხვა სახის გადახდების შესაძლებლობასბაზისბანკის წნორის ფილიალის გახსნას, ბანკის წარმომადგენლებთან ერთად,  ადგილობრივი ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-18.00 საათამდე, შაბათს 10.00-14.30 საათამდე მოემსახურება, კვირა დასვენების დღეა.„ბაზისბანკი, საქართველოს მასშტაბით, 40 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომავალშიც გააგრძელებს ქსელის გაფართოებას. ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნა და ბანკთან ურთიერთობის გამარტივება წარმოადგენს. შესაბამისად, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ლევან გარდაფხაძემ.

1710764902

კობახიძემ და სტოლტენბერგმა თბილისში ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

სტოლტენბერგმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს კონტრიბუციას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. გენერალურმა მდივანმა დაგმო ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება.სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მიმართ აგრესიის შეწყვეტისკენ.მისივე თქმით, შავ ზღვაში რუსეთი ზღუდავს ნაოსნობას და ნატომ მხარდაჭერით უკრაინა ახერხებს აკვატორიაში რუსეთის სამხედრო ფლოტის დასუსტებას.სტოლტენბერგის განცხადებები„ბატონო პრემიერო, მიხარია თქვენი ნახვა კიდევ ერთხელ. კარგია, რომ ახლა აქ ვარ. ეს ასახავს, რამდენად ღირებულია ჩვენთვის საქართველო-ნატოს პარტნიორობა, ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში იყავით, ახლა მე აქ ვარ, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგია. საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. ნატო აგრძელებს რუსეთისთვის მოწოდებას, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ორგანიზებული არჩევნების ჩატარება სრულიად უკანონოა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ნათლად არც თავისუფალი იყო და არც გამჭვირვალე“.„რუსეთი იმპერიულ ამბიციებს მისდევს და უკრაინაში, ბრძოლის ველზე სიტუაცია რთულია. ასე რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ მხარდაჭერა. ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, ჩვენი პარტნიორებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მივესალმები, რომ საქართველო მასპინძლობს ათასობით უკრაინელ დევნილს და მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას ახორციელებს“.კობახიძის განცხადებები„ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“.„ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა, თქვენი ლიდერობით, მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“.

1710764373