ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7928        EUR 3.0383        GBP 3.6133        RUB 4.2578        UAH 1.14        AZN 1.6491        AMD 5.8335      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტს გიგანტურ ამწეებს Hyundai Samo Heavy Industries მოაწვდის
20 მარტი, 2019, 18:02
ანაკლიის პორტს გიგანტურ ამწეებს Hyundai Samo Heavy Industries მოაწვდის

თბილისი (GBC) - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმწარმოებელი კომპანია ანაკლიის პორტის ამწეების პროვაიდერი იქნება.

21 მარტს 14:00-ზე , სასტუმროთბილისი მერიოტშიგაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელზეც ხელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და Hyundai Samo Heavy Industries - ის ვიცე პრეზიდენტი იუნგ ჰო იო მოაწერენ.

უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერადანაკლიის განვითარების კონსორციუმმასაერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI დაამონტაჟებს.

ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასანაკლიის განვითარების კონსორციუმთანერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine- და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM- უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე ოთხი წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.  

Hyundai Samo Heavy Industries მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე სანავსადგურე სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები