ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7871        EUR 3.1229        GBP 3.5084        RUB 4.3536        UAH 1.0567        AZN 1.6436        AMD 5.8418      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ქინძმარაული საექსპორტო ღვინოში ლიდერია
5 აპრილი, 2019, 11:24
ქინძმარაული საექსპორტო ღვინოში ლიდერია

თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი 39% (1032400 ბოთლი), ჩინეთი 23% (1372839) და აშშ 165% (182025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა 21% (134376), ესტონეთი 18% (142112), საფრანგეთი 41% (34170), შვედეთი 313% (9000), ბულგარეთი 161% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი 15% (13279083), ბელარუსი 36% (317280), მონღოლეთი 7% (66012) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (13279083), უკრაინა (1419222), ჩინეთი (1372839), პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო ქინძმარაული 3677356 ბოთლი, მას მოსდევს მუკუზანი 1209406, წინანდალი 890458, ახაშენი 422220, ხვანჭკარა 226072 და ასე შემდეგ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები