ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.6931        EUR 3.0456        GBP 3.5137        RUB 4.215        UAH 1.0092        AZN 1.5841        AMD 5.5654      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პარლამენტში რძის და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს
15 აპრილი, 2019, 23:48
პარლამენტში რძის და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირეს

თბილისი (GBC) - აგრალურ საკითხთა კომიტეტმა რძეს და რძის პროდუქტების დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

 საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა  გამოიტანა და კომიტეტის წევრებს ზოგადი პრინციპების დონეზე ინფორმაცია მიაწოდა

კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსში ცვლილებებს დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, რომელიც რძეს და რძის პროდუქტებს ეხება. მომხსენებლის განცხადებით, დღეს არსებული რეგულაციით დღგ-გან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი ერთიან საგადასახდო რეჟიმში მოექცევა რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები.

წინასწარი ინფორმაციით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად შესაძლებელია დააკლდეს 35 მლნ. ლარი

მსურს შეგახსენოთ ჩემი პირადი პოზიცია დარგობრივი თვალსაზრისით - აღნიშნული ინიციატივა არ აიაფებს პროდუქტს დახლზე, გლეხისთვის მეტი შემოსავლის წყარო არ ხდება და ბიუჯეტში შესაძლო მივიღოთ გარკვეული დაფინანსების შემცირება. ასევე ჩვენ გვაქვს საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის დადებული ფინანსური შეთანხმება, რომელიც საკამოდ მნიშვნელოვანი შეთანხმებაა - 16 მლნ ევროს ოდენობის, რომელიც სწორედ მერძევეობის დარგის მოდერნიზაციას და ბაზარზე წვდომის პროგრამას ემსახურება. ანუ ერთი მხრივ, ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს რძის რეალიზაციის და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაიაფების თვალსაზრისით, ამავდროულად ჩვენ 16 მლნ- ვხარჯავთ კიდევ დამატებით დარგის განვითარებისთვის“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანონპროექტს მისი მხარდაჭერა არ ექნება


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები