ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9573        EUR 3.2796        GBP 3.8826        RUB 4.6333        UAH 1.2384        AZN 1.744        AMD 6.1855      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჭავჭავაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის იკეტება (მოძრაობის სქემა)
მარიამ მინაძე
10 მაისი, 2019, 19:11
ჭავჭავაძე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის იკეტება (მოძრაობის სქემა)

თბილისი (GBC) - თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. GBC-ის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ - ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე 28 მაისიდან შეიზღუდება.

პირველ ეტაპს შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  (GWP) განახორციელებს, რომელსაც სავარაუდო 3 თვიანი ვადა აქვს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები.

GWP-ის შემდეგ სამუშაოებს უკვე საქალაქო სამსახური განაგრძობს, რისთვისაც ასევე საორიენტაციო ვადად დამატებით 3 თვეა განსაზღვრული.

სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კმ-ს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. საერთო ჯამში 60 000 2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური GBC-სთან განმარტავს, რომ სამუშაოები 3 ეტაპად დაიყოფა, ამ ეტაპისთვის კი ზუსტდება რეაბილიტაციის მე-2 და მე-3  ფაზები და მასთან ერთად ზუსტდება პროექტის ღირებულებაც. 

ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევის ქუჩიდან  ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები:

ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:

·         . კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით

·         . ფალიაშვილის ქუჩაზე კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ)

·         . მირცხულავას ქუჩის ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ)

·         პეტრიაშილის ქუჩაზე ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ

ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება

·         არაყიშვილის ქუჩის ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ).

·         აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალ ბაღის მიმართულებით.

·         ბარნოვის ქუჩა მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე

ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

·         ვარაზისხევის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.

·         ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება.

·         ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.

·         ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებითჭავჭავაძის გამზირიდან  (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.

·         ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ასევე შესაძლებელი იქნება გადაადგილება: რამიშვილის  ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით.

პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე მიახლოებთ 800 მეტრს შეადგენს.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა. ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

თბილისის მერია საზოგადოებას წინასწარ უხდის ბოდიშს შეფერხებისა და დისკომფორტისთვის და მიმართავს თხოვნით, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდონ ვაკის მიმართულებით ტრანზიტულ მოძრაობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები