ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7802        EUR 3.1102        GBP 3.5275        RUB 4.3044        UAH 1.0527        AZN 1.6353        AMD 5.7897      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტომას კიმესვენგერი: ანაკლიასა და თიბისისთან დაკავშირებული საკითხები არ უწყობს ხელს კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას
16 მაისი, 2019, 18:23
ტომას კიმესვენგერი: ანაკლიასა  და თიბისისთან  დაკავშირებული საკითხები  არ უწყობს ხელს კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას

თბილისი (GBC) - საქართველოში ისეთი ბიზნესკლიმატი უნდა შეიქმნას, სადაც ევროპული კომპანიები ინვესტიციებს ჩადებენ. ანაკლიის პრობლემებისა დათიბისი ბანკთანდაკავშირებული საკითხების განხილვა ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს, – ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორმა, ტომას კიმესვენგერმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაბიზნესპარტნიორშისტუმრობისას განცხადა.

კიმესვენგერის აზრით, ბიზნესკლიმატი ზოგადად კეთილგანწყობილია, მაგრამ გარკვეული რეგულაციები, როგორიცაა მიწის მფლობელობასთან დაკავშირებული საკითხები თუ ანტიდემპინგური კანონპროექტის ირგვლივ არსებული გამოწვევები, ინვესტიციებს აფერხებს.

უცხოელი ინვესტორები შემოდიან ქვეყანაში. მაგალითად ჰაიდლებერგ ცემენტმა ახალი ქარხანა გახსნა, სადაც 100 მილიონის ინვესტიცია განახორციელა კასპში. ჩვენ უნდა უზურნველვყოთ, რომ კომპანიებმა აწარმოონ პროდუქცია და ეკონომიკა აყვავდეს, თუ ასე არ ხდება, კომპანია გადავა სხვა ქვეყანაში. ჰაიდლებერგ ცემენეტმა განაცხადა, რომ თუ ანტიდემინგურ კანონთან და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები არ მოგვარდება დაკეტავს საწარამოს და ხალხი დარჩება უმუშევარი.

ბიზნესლიმატი ძალიან მნიშვნელოვანია, კეთლგანწყობილია, მაგრამ ზოგადად ანაკლიის პრობლემები და თიბისი ბანკთან დაკავშირებული საკითხები მაინაცდამაინც არ უწყობს ხელს ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ასევე მაგალითად, მიწის მესაკუთრეობა. ასობით მილიონი დოლარით შემოდიან ინვესტორები, ყველამ იცის, რომ კენკროვანი კულტურების მოსაყვანად კარგი კლიმატია ამ ქვეყანაში, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, რადგან მიწას ვერ ფლობენ, განაცხადა კიმესვენგერმა.

როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორმა,  განაცხადა, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ევროპულმა და სხვა კომპანიებმაც ინვესტიციები ჩადონ.

ევროპული კომპანიები წესებს იცავენ და გამონაკლისებს არ იღებენ. თუ საქართველო არ მოეწონებათ, ფულს ჩადებენ მაგალითად უკრაინაში. ჩვენ კი, გვჭირდება საქართველო იყოს აყვავებული ქვეყანა, განაცხადა ტომას კიმესვენგერმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები