ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9691        EUR 3.2797        GBP 3.6989        RUB 4.6131        UAH 1.2042        AZN 1.7457        AMD 6.2376      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ტრანზაქციების 90.6% დისტანციურია
მარიამ მინაძე
27 მაისი, 2019, 17:07
თიბისის ტრანზაქციების 90.6% დისტანციურია

თბილისი (GBC) – TBC Bank-ის მობილური და ინტერნეტ ბანკინგის პენეტრაცია წლიურად 3.3%-ული  პუნქტით (%.პ) გაიზარდა, 43.7%-მდე. მხოლოდ მობილური ბანკინგის, 5.6 %.პ-ით, 37%-მდე (01.01.2019-ის მდგომარეობით).

დისტანციური არხებით  ტრანზაქციების თანაფარდობამ მთლიანთან  90.6% შეადგინა (+2.3%.პ).

ბანკს დაახლოებით 529 ათასი ინტერნეტ და მობილური ბანკინგის მომხმარებელი ჰყავს.  მომხმარებლების 95%-ის  ზარზე ქოლცენტრი 15 წ-ში პასუხობს, რომელიც ხმოვანი ბიომეტრიული ამოცნობის სისტემითაა აღჭურვილი, რისთვისაც 231 000 ხმოვანი ანაბეჭდია  აღებული.

„თიბისი ბანკი ქართულ საბანკო სისტემაში ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩვენ ვამაყობთ საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებით,  შეუდარებელი მომხმარებლის გამოცდილებითა და ქვეყნის ყველაზე ცნობადი ბრენდით“, - აღნიშნულია ბანკის 2018 წლის ანგარიშში.

ბანკის განცხადებით, მაშინ, როდესაც ისინი ციფრულ სამყაროში ოპერირებენ, მუდმივად ახორციელებენ ინვესტიციებს ტექნოლოგიებში და აუმჯობესებენ მათ ოპერაციებს, რათა მომხმარებლებს ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზონ. „ვამაყობთ, რომ გვაქვს მსოფლიო დონის ინტერნეტ და მობილური ბანკინგის აპლიკაციები და ვართ პიონერები საქართველოში პირველი ქართულად მოლაპარაკე ჩატ ბოტის და ხმის ბიომეტრიული ამოცნობის სისტემის მქონე ქოლ ცენტრით“, - აღნიშნავს TBC Bank და 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად პირველი ციფრული ბანკის Space-ის გაშვებას ასახელებს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, Space - ეს არის უნიკალური გადაწყვეტილება, რომელიც ტრადიციული ბანკინგის გამოწვევას პასუხობს, ნამდვილი ციფრული გამოცდილების შექმნით,  ინტერფეისების გამოყენებით, მარტივი პროცესებითა და ფუნქციებით რეალურ დროში.

მისივე თქმით, პროექტმა დაამტკიცა რომ წარმატებულია და მათ მოლოდინსაც კი გადააჭარბა 94,000 მომხმარებლის მიზიდვით და 260,000 ჩამოტვირთვით 2018 წლის მაისის შემდგომ. ჩვენ გვჯერა, რომ Space ჩვენი დიდი ნაბიჯია მომავლისთვის, ისევე როგორც ის შეცვლის გზას, რასაც საზოგადოება ყოველდღიური ფინანსური საჭიროებებისთვის ირჩევს.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დღეს, მაღალი მოთხოვნის გარემოში, ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად დახვეწილი პროდუქტები და სერვისები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ ახალი პრიორიტეტების სტრატეგია - მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია  ჩვენს ძირითად ფინანსურ პროდუქტებთან და შექმნის დამატებით ღირებულებას ჩვენი მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს ხაზარაძე და ძირითად CSR პრიორიტეტებად კვლავ ბიზნესების მხარდაჭერას, ახალგაზრდა თაობას, ხელოვნებასა და კულტურას ასახელებს. 

მისივე თქმით, ბანკი გააგრძელებს ძლიერი ციფრული შესაძლებლობების და შესანიშნავი მომხმარებლის გამოცდილების მხარდაჭერას, ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებით, რათა გაუმჯობესდეს მათი ცხოვრება.საანგარიშო პერიოდისთვის TBC Bank-ს 2.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 2.3 მილიონი საცალო მომხმარებელია, 130 ათასი მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე, ხოლო 2,800 კი კორპორატიული მომხმარებელი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები